ახალი ამბები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივები წარუდგინეს
14. ნოემბერი 2022 სიახლეები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივები წარუდგინეს

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (შშმპ) ჯერ კიდევ დგანან სხვადასხვა გამოწვევის წინაშე ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების მისაწვდომობის თვალსაზრისით. საუბარია არა მხოლოდ ფიზიკურად არაადაპტირებულ გარემოზე, არამედ იმგვარ ბარიერებზე, როგორიცაა დისკრიმინაციული დამოკიდებულება და სტიგმა და ჯანდაცვის სპეციალისტების არასათანადო ცოდნა შეზღუდული შესაძლებლობის თემასთან დაკავშირებით. ამ პრობლემის საპასუხოდ, ჩვენი ორგანიზაცია ჩართულია პროექტში, რომელიც საფუძველს დაუდებს შშმ პირთათვის სამართლიანი და ინკლუზიური წვდომის უზრუნველსაყოფად ხარისხიანი და გენდერულად მგრძნობიარე ჯანდაცვის სერვისებზე.

როგორ გაიზრდება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ფერმერთა შემოსავლები
24. ოქტომბერი 2022 სიახლეები

როგორ გაიზრდება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ფერმერთა შემოსავლები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ფერმერების კვაალიფიკაციის ამაღლებასა და მათი სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას მრავალი წელია უჭერს მხარს. ამ მიზნით, 2022 წლიდან ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ფერმერების შემოსავლების გაზრდის ხელშესაწყობად, ეფექტური წარმოების რესურსის, შესაბამისი ცოდნის და ბაზარზე ხემისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით. პროექტის ფარგლებში უკვე გადავამზადეთ ფერმერები და ვეტერინარები, ასევე მონაცვლეობითი ძოვების პრაქტიკის დასანერგად დაიდენტიფიცირდა სადემონსტრაციო ნაკვეთები. შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია გრანტების გაცემა მეცხოველეობისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად.

SlovakAid-ის მხარდაჭერით, ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის მიზნით ახალ ინიციატივას ვიწყებთ
8. სექტემბერი 2022 სიახლეები

SlovakAid-ის მხარდაჭერით, ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის მიზნით ახალ ინიციატივას ვიწყებთ

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქრთველოში ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვაზე მუშაობს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ნარჩენების მართვისათვის საჭირო ინფრასქტუქტურის უზრუნველყოფის გზით, მათ შორის, პარტნიორებს სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან უწევს საკონსულტაციო სერვისებს და ტექნიკური დახმარებას. გარემოს დაცვის მიმართულებით ღირებული გამოცდილების დაგროვების შემდეგ, 2022 წლის სექტემბრიდან ვიწყებთ ახალ პროექტს ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის მხარდასაჭერად ონის მუნიციპალიტეტში. ინიციატივა ფინანსურად მხარდაჭერილია SlovakAid-ის მიერ, ხოლო პროექტის ფარგლებში აქტიურად ვითანამშრომლებთ სლოვაკურ ორგანიზაცია Sosna-სთან.

UNICEF-თან ერთად ვიწყებთ პირველად ჯანდაცვაში დისტანციური სერვისების დანერგვას
3. აგვისტო 2022 სიახლეები

UNICEF-თან ერთად ვიწყებთ პირველად ჯანდაცვაში დისტანციური სერვისების დანერგვას

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მხარდაჭერა პირველად ჯანდაცვაში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის სამუშაოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა, განსაკუთრებით კოვიდპანდემიის დროს. UNICEF-თან ერთად განხორციელებული ორი წარმატებული პროექტის შემდეგ, 2022 წლის ივლისში დავიწყეთ ახალი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს დისტანციური სერვისების განვითარებისა და „პირველადი ჯანდაცვის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების ცენტრის“ ჩამოყალიბებას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის უზრუნველსაყოფად. პროექტი მოიცავს 50 ამბულატორიას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

შშმ პირთა ორგანიზაციები შეხვედნენ ბიოეთიკასა და ადამიანის უფლებებზე სასაუბროდ ჯანდაცვაში
8. ივლისი 2022 სიახლეები

შშმ პირთა ორგანიზაციები შეხვედნენ ბიოეთიკასა და ადამიანის უფლებებზე სასაუბროდ ჯანდაცვაში

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი შეზღუდული შესაძლებლობის საკითხზე წლებია მუშაობს და მიზნად ისახავს შშმ პირთა უფლებების დაცვასა და მათი შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფას. 2022 წლიდან, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ერთობლივი პროგრამის განხორციელებას „ნურავის გამოვტოვებთ – პოლიტიკიდან პრაქტიკისკენ შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზიური განვითარება საქართველოში“. პროექტის ფარგლებში, UNFPA-ს საქართველოს ოფისისა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ინიციატივით შედგა შეხვედრა საქართველოს პარლმენტის წევრებსა და შშმ პირთა საზოგადოებასთან საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების მიზნით.