SlovakAid-ის მხარდაჭერით, ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის მიზნით ახალ ინიციატივას ვიწყებთ
8. სექტემბერი 2022 სიახლეები

SlovakAid-ის მხარდაჭერით, ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის მიზნით ახალ ინიციატივას ვიწყებთ

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქრთველოში ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვაზე მუშაობს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ნარჩენების მართვისათვის საჭირო ინფრასქტუქტურის უზრუნველყოფის გზით, მათ შორის, პარტნიორებს სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან უწევს საკონსულტაციო სერვისებს და ტექნიკური დახმარებას. გარემოს დაცვის მიმართულებით ღირებული გამოცდილების დაგროვების შემდეგ, 2022 წლის სექტემბრიდან ვიწყებთ ახალ პროექტს ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის მხარდასაჭერად ონის მუნიციპალიტეტში. ინიციატივა ფინანსურად მხარდაჭერილია SlovakAid-ის მიერ, ხოლო პროექტის ფარგლებში აქტიურად ვითანამშრომლებთ სლოვაკურ ორგანიზაცია Sosna-სთან.

ადგილობრივი პარტნიორების ტექნიკური მხარდაჭერა და კვალიფიკაციის ზრდა

საქართველოში ზედაპირული წყლების დაბინძურების მთავარი წყარო მუნიციპალური ჩამდინარე წყლებია, რაც იწვევს ეკოლოგიურ და ჯანმრთელობის პრობლემებს. ონის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკის მხარდაჭერისა და ადგილობრივ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ წყლის დაბინძურების პრობლების აღმოფხვრაზე დაგვეწყო მუშაობა და ჩვენი წვლილი შეგვეტანა საქართველოში წყლის ხარისხისა და რესურსების მართვაში, ონის მუნიციპალიტეტში ჩამდინარე წყლების მართვის ინფრასტრუქტურის მოწყობის გზით.

პროექტი საწყის ეტაპზე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ექსპერტები წინასწარ შერჩეულ ცხელ წერტილებში მოამზადებენ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ჩამდინარე წყლების მართვის სხვადასხვა მდგრადი გადაწყვეტილებების აღწერით გზით. აღნიშნულის შემდეგ, დაგეგმილია ჩამდინარე წყლების მართვის შესაფერისი მიდგომების პილოტირება – წყლის სეპტიკური გაწმენდის სისტემები, ჭაობები, ბიოტუალეტები და სხვ. აღსანიშნავია, რომ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფა ონის მუნიციპალიტეტისთვის, რაც გულისხმობს ასინიზაციის მანქანის შეძენას ჩამდინარე წყლების მართვის ადგილებიდან ნარჩენების მართვის უზრუნველსაყოფად.

wastewater management

პროექტის მეორე ნაწილი გულისხმობს ადგილობრივი ჩართული მხარეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობას იმისთვის, რომ მათ სწორად დაგეგმონ ჩამდინარე წყლების მართვის ღონისძიებები. შემუშავდება ჩამდინარე წყლების მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და გაიმართება ღონისძიებები სახელმწიფო უწყებების, თვითმმართველობების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩამდინარე წყლების მართვის ღონისძიებებთან დაკავშირებით.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და პროექტის მენეჯერი, ეკატერინე მესხრიკაძე ამბობს, რომ ცხოვრების ხარისხსა და გარემოს შორის პირდაპირი კავშირია, რადგან ადამიანების ცხოვრებაზე დიდი გავლენა აქვს ფიზიკური გარემოს ჯანმრთელ მდგომარეობას:

წყლის დაბინძურება საკანალიზაციო, ინდუსტრიული, სასოფლო-სამეურნეო და ფარმაცევტული ნარჩენით იწვევს გარემოსდაცვით და ჯანმრთელობის პრობლემებს. საქართველოში, კერძოდ სოფლად, წვდომა გაუმჯობესებულ საკანალიზაციო სისტემებსა და ჩამდინარე წყლების შესაბამისად მართვაზე ისევ გამოწვევად რჩება. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენი მიზანია ადგილობრივი ჩართული მხარეების კვალიფიკაციის გაზრდა იმისთვის, რომ მათ უკეთ შეძლონ ამ გამოწვევებს უპასუხონ და შესაბამისად, წვლილი შეიტანონ ცხოვრების ხარისხის გაზრდასა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. ეს პროექტი იმგვარადაა დაგეგმილი, რომ შემუშავებული გადაწყვეტების რეპლიკაცია შესაძლებელი იქნება საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში.“

გარემოს დაცვა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის სამუშაოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა

7S1A0233

ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების გარდა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აქტიურად მუშაობს ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიმართულებით და ეხმარება რეგიონებს შესაბამისი პრაქტიკის დანერგვაში. სლოვაკეთის განვითარების სააგენტოსა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა მხარი დაუჭირა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებას რაჭაში. სწორედ ამიტომ, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში ნარჩენების გადამუშავების მოდელი შევიმუშავეთ, რომელიც შემდგომში ადგილობრივ მთავრობებს გადაეცათ. გარდა ამისა, ასევე სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით, ჩეხეთის რესპუბლიის კარიტასმა ონის მუნიციპალიტეტს 7 კუბური მეტრის მოცულობის სეპარირებული ნარჩენის შემგროვებელი მანქანა, სეპარირებული ნარჩენისთვის საჭირო 240-ლიტრიანი 135 ცალი ურნა და 60 ცალი 1 000-ლიტრიანი ლითონის ურნა გადასცა.

SlovakAid-ის მხარდაჭერით, 2020 წლის დეკემბერში ჩეხეთის კარიტასმა ნაგავმზიდი და სანაგვე ურნები დუშეთის მუნიციპალიტეტსაც გადასცა. ამასთან, ჩვენმა ორგანიზაციამ მოამზადა ნარჩენების მართვის გეგმა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისთვის, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმაში ინტეგრირდა. 2021 წლის თებერვალში ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში კარიტასმა ხულოს მუნიციპალიტეტს ასევე გადასცა ნარჩენების შემგროვებელი მანქანა.

Sosna logo_square  slovakaid_gis_male_0

წაიკითხე მსგავსი სტატიები: