კარიტასის ქსელი

ჰუმანიტარული დახმარება და განვითარებაზე მიმართული თანამშრომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ნაწილია. ორგანიზაცია აერთიანებს 301 მთავარ ეპარქიას, საეპარქიოს, კარიტასის რეგიონულ, საქალაქო და სამრევლო ორგანიზაციებს, მათ შორის, ჩეხეთის კათოლიკურ კარიტასსა და ბერძნულ კათოლიკურ კარიტასს.

CHČR foto

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი არის უძველესი და უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის სერვისებს უზრუნველყოფს. ყოველწლიურად ორგანიზაცია ჩეხეთში მართავს უდიდეს საქველმოქმედო ღონისძიებას – სამი მეფის კოლექცია.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ყოველწლიურად 170 000-მდე ადამიანს ეხმარება მსოფლიოს მასშტაბით და თავისი ჰუმანიტრული აქტივობების ფარგლებში, აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას. ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს მიუხედავად მათი ასაკისა, სქესისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, გენდერისა, ეთნიკური წარმომავლობისა თუ კონფესიისა.

1995 წლიდან, ჩეხეთის კარიტასი არის ერთ-ერთი კარიტას ევროპისა და საერთაშორისო კარიტასის 160 წევრს შორის, რომელიც უძღვება გადაუდებელი დახმარების ოპერაციებს, განსაზღვრავს განვითარების პოლიტიკას და ზრუნავს უკეთესი სამყაროს შესაქმნელად.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული კარიტასი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ნებისმიერი მსოფლიო კრიზისის დროს მისი წევრები მოქმედებენ, როგორც ერთიანი გუნდი.