ჩვენ შესახებ

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი უზრუნველყოფს მასშტაბურ ინტერვენციებს ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების მიმართულებით, როგორც ჩეხეთის რესპუბლიკაში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამჟამად ორგანიზაცია ხუთი მუდმივი მისიითაა წარმოდგენილი – ერაყში, საქართველოში, მოლდოვაში, მონღოლეთსა და ზამბიაში. ამასთან, ორგანიზაცია მუშაობს სირიის, ლიბანისა და უკრაინის მოსახლეობისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ჩვენი გუნდის საქმიანობა ძირითადად ყველა მოწყვლადი ჯგუფებისკენაა მიმართული და მიზნად ხარისხიანი ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებზე ხელმისავწდომობის გაზრდას ისახავს. ჩვენ ვმუშაობთ სოციალური ჩართულობის გაზრდასა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. ამასთან ვეხმარებით სოფლად მცხოვრებ ადამიანებს. გარემოს დაცვა კი ჩვენი აქტივობების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი არის 160 წევრისგან შემდგარი გლობალური ქსელების კარიტას ევროპისა და საერთაშორისო კარიტასის წევრი, რომელიც მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვაზე, განვითარების პოლიტიკასა და უკეთესი სამყაროს შექმნაზე ყველასთვის.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ თითოეული კარიტასი დამოუკიდებელი ერთეულია, წევრი ორგანიზაციები წარმოადგენენ კონფედერაციას, რომელიც მსოფლიო კრიზისის დროს ერთიანდება და მოქმედებს, როგორც ერთი მთლიანი.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი თავისი სათაო ოფისით ჩეხეთის რესპუბლიკაში უზრუნველყოფს სოციალურ და ჯანდაცვის სერვისებს ჩეხეთში, ისევე, როგორც უზრუნველყოფს ჰუმანიტარულ დახმარებას და მუშაობს განვითარების თანამშრომლობაზე საზღვარგარეთ. საქართველოში ჩვენ ვმუშაობთ კარიტასის გლობალური ქსელის კიდევ ერთი წარმომადგენელი ორგანიზაციის – საქართველოს კარიტასის პარალელურად, თუმცა, მისგან დამოუკიდებლად.