რას ვაკეთებთ

მენტალური ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესება საქართველოს პირველად ჯანდაცვაში
16. ივნისი 2025 მიმდინარე პროექტები

მენტალური ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესება საქართველოს პირველად ჯანდაცვაში

პროექტის მიზანი: მენტალური ჯანმრთელობის მომსახურების ინტეგრაცია პირველად ჯანდაცვაში — ინიციატივა პასუხობს მომსახურების მნიშვნელოვან დეფიციტს და სრულად შეესაბამება 2023 წლის პირველადი ჯანდაცვის რეფორმირის მიზნებს, რომელიც აქცენტს აკეთებს ხელმისაწვდომ, საზოგადოებაზე ორიენტირებულ მენტალური ჯანმრთელობის სერვისებზე.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, გაეროს ბავშვთა ფონდი და კორეის მთავრობა ერთიანდებიან ვაქცინაციის კლების წინააღმდეგ რუსთავში, მარნეულსა და გორში
6. ივნისი 2025 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, გაეროს ბავშვთა ფონდი და კორეის მთავრობა ერთიანდებიან ვაქცინაციის კლების წინააღმდეგ რუსთავში, მარნეულსა და გორში

ვაქცინაციის საგანგაშო მაჩვენებლების კლების საპასუხოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი გაეროს ბავშვთა ფონდისა და კორეის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია იმუნიზაციის სერვისების და საზოგადოებრივი ცნობიერების გაუმჯობესება რუსთავში, მარნეულსა და გორში.

ვაქცინაციის კლებაზე რეაგირება რუსთავში, მარნეულსა და გორში
6. ივნისი 2025 რას ვაკეთებთ

ვაქცინაციის კლებაზე რეაგირება რუსთავში, მარნეულსა და გორში

პროექტის მიზანი: პირველადი ჯანდაცვის რგოლის და სამშობიარო სახლების გაძლიერება გორში, რუსთავსა და მარნეულში ვაქცინაციის მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად.

ათწლეული საქართველოს განვითარების მხარდასაჭერად: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
15. მაისი 2025 სიახლეები

ათწლეული საქართველოს განვითარების მხარდასაჭერად: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისი 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

თბილისი, 2025 წლის 11 მაისი – ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისი აღნიშნავს მნიშვნელოვან თარიღს — 10 წელი უწყვეტი და მრავალმხრივი საქმიანობის, რომელიც მიმართულია ქვეყნის განვითარების მხარდაჭერისკენ ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის სფეროებში.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს საქართველოში კიბოს პრევენციაზე ზრუნვას
10. აპრილი 2025 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს საქართველოში კიბოს პრევენციაზე ზრუნვას

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოში კიბოს პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებში. ჩვენს ორგანიზაციას ჩატარებული აქვს ცნობადობის ამაღლების კამპანიები და დაარსებული აქვს ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ჯანდაცვის დაწესებულება. ჯანდაცვის პროექტების განხორციელებაში დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩეხეთის მთავრობის მხარდაჭერით, ვიწყებთ ახალ ამბიციურ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს შეამციროს ნაადრევი სიკვდილიანობა არაგადამდები დაავადებებით, განსაკუთრებით კიბოთი, დაავადების ადრეული გამოვლენის, მკურნალობის ხელმისაწვდომობის, საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჯანდაცვის მუშაკთა შესაძლებლობების გაუმჯობესებით გზით.