ახალი ამბები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი იწყებს ახალ პროექტს მესაქონლეობის მხარდასაჭერად
23. მაისი 2022 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი იწყებს ახალ პროექტს მესაქონლეობის მხარდასაჭერად

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი სოფლის განვითარების მიმართულებით საქართველოში წლებია მუშაობს. სხვადასხვა დონორის დაფინანსებით, ჩვენმა ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა ფერმერებსა და მეწარმეებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. ამჟამად ჩვენი ორგანიზაცია იწყებს ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს თუშეთის, ფშავ-ხევსურეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტის ფერმერების შემოსავლების გაზრდას ეფექტური წარმოების რესურსის, შესაბამისი ცოდნის და ბაზარზე ხემისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით. ინიციატივა ფინანსურად მხარდაჭერილია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ.

UNFPA და CCR ერთობლივი ინიციატივის განხორციელებას იწყებენ
15. აპრილი 2022 სიახლეები

UNFPA და CCR ერთობლივი ინიციატივის განხორციელებას იწყებენ

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უფლებებზე დაფუძნებული ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, UNFPA საქართველოს ადგილობრივ ოფისთან ერთად, ჩვენმა ორგანიზაციამ წამოიწყო ახალი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ერთობლივი პროგრამის განორციელებას „ნურავის გამოვტოვებთ – პოლიტიკიდან პრაქტიკისკენ შეზღუდული შესაძლებლობის ინკლუზიური განვითარება საქართველოში“.

მედევაკის პროგრამის მხარდაჭერით, CCR კიბოს პრევენციის მიმართულებით იმუშავებს
6. მარტი 2022 სიახლეები

მედევაკის პროგრამის მხარდაჭერით, CCR კიბოს პრევენციის მიმართულებით იმუშავებს

საქართველოში მისიის დაფუძნების შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აქტიურად მუშაობს კიბოს პრევენციისა და დაავადების ადრეული გამოვლენის მიმართულებით დასავლეთ საქართველოში. 2019 წელს ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის აშენებისა და რამდენიმეწლიანი ცნობიერების ამაღლების კამპანიის შემდეგ, ჩვენი ორგანიზაცია ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელიც მიზნად ისახვს ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში. აღნიშნული ინიციატივა დაფინანსებულია ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის მიერ.

CDC-ის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ მხარდაჭერილ სოფლის ამბულატორიებს ეწვია
24. თებერვალი 2022 ახალი ამბები

CDC-ის დელეგაცია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ მხარდაჭერილ სოფლის ამბულატორიებს ეწვია

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) რეგიონული დირექტორი ჩარლს ვიტეკი დუშეთის მუნიციპალიტეტის ამბულატორიებს ეწვია და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ ჯანდაცვის პირველადი რგოლის მხარდასაჭერად გაწეული მუშაობის შედეგებს გაეცნო. ცენტრის დელეგაცია პროექტის კლინიკური ექსპერტების მუშაობასა და სუპერვიზიის მიმდინარეობას დაესწრო და ადგილზე ნახა, თუ როგორ იყენებენ პრაქტიკაში სოფლის ექიმები კარიტასის მიერ დანერგილ ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებს.

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მხარდასაჭერად ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი UNICEF-თან თანამშრომლობს
16. თებერვალი 2022 სიახლეები

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მხარდასაჭერად ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი UNICEF-თან თანამშრომლობს

COVID-19-ის გავრცელების კვალდაკვალ, 2020 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და UNICEF საქართველომ განახორციელეს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფას კოვიდპანდემიის დროს. პროექტის განხორციელების შედეგად პირველადი ჯანდაცვის რგოლის სპეციალისტების ცოდნა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა, გარკვეული ხარვეზები კიდევ იყო დარჩენილი. USAID-ის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროექტის ფარგლებში, პრაქტიკის ფასილიტაციისა და ექსპერტების მიერ გაწეული კონსულტაციის გზით, უზრუნველვყოფთ დედათა და ბავშვთა სამედიცინო სერვისების უწყვეტობასა და ხარისხს პირველადი ჯანდაცვის დონეზე. ამასთან, მეორეული ჯანდაცვის რგოლის ექიმების მხარდასაჭერად გაუმჯობესდება და დაინერგება შესაბამისი სამედიცინო პროტოკოლები.