მაშავის ფონდმა თბილისის 192 საბავშვო ბაღს სათამაშოები გადასცა
ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტერ მიკისკა თბილისის 192 საბავშვო ბაღს ეწვივნენ. ისრაელის საელჩომ და ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრმა („მაშავი“) შეიძინა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილი სათამაშოები და საჭირო მასალები, რომელიც გადაეცა საბავშვო ბაღს.