რას ვაკეთებთ

ჩეხეთის კარიტასი აუტიზმის სპექტრის მქონე პირების მხარდასაჭერი აქტივობების შედეგებს აჯამებს
7. დეკემბერი 2021 სიახლეები

ჩეხეთის კარიტასი აუტიზმის სპექტრის მქონე პირების მხარდასაჭერი აქტივობების შედეგებს აჯამებს

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ექვსწლიანი პროექტის შედეგები შეაჯამა, რომელიც მიზნად აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას, ასევე, სფეროს სპეციალისტების პროფესიულ გაძლიერებას ისახავდა.

ჩეხეთის კარიტასი „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის“ ორწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს
29. ნოემბერი 2021 სიახლეები

ჩეხეთის კარიტასი „ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის“ ორწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის" ორწლიანი სამუშაო შედეგები შეაჯამა. ცენტრი ერთადერთია რეგიონში, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო სკრინინგპროგრამებს სთავაზობს.

აივტესტირების წახალისების მიზნით, ჩეხეთის კარიტასი ახალ პროექტში ერთვება
18. ნოემბერი 2021 სიახლეები

აივტესტირების წახალისების მიზნით, ჩეხეთის კარიტასი ახალ პროექტში ერთვება

აივტესტირების წახალსების მიზნით, ჩეხეთის კარიტასი UNDP საქართველოსთან, UNFPA საქართველოსთან, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრსა (CRRC) და თანადგომასთან ერთად, ახალ პროექტში ერთვება. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში მომზადდება სხვადასხვა ტიპის ქცევითი მესიჯები, რომლებიც ახალგაზრდებს აივთვითტესტირებაში დაარწმუნებს. აღნიშნული მესიჯების ეფექტიანობაზე დაყრდნობით, შემუშავდება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს (NCDC) გადაეცემა მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტი.

CCR-მა აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის საზოგადოებაში უკეთესი ჩართულობის შესაძლებლობა გააუმჯობესა
11. ნოემბერი 2021 წარმატების ისტორიები

CCR-მა აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის საზოგადოებაში უკეთესი ჩართულობის შესაძლებლობა გააუმჯობესა

აუტიზმის სპექტრის ადრეულ ასაკში გამოვლენას და ბავშვების შესაბამისი სარეაბილიტაციო სერვისით უზრუნველყოფას მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის  მოსამზადებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩეხეთის კარიტასი აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისების მისაწოდებლად 2015 წლიდან მუშაობს. შედეგად, საქართველოში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ჩეხი სენატორი საქართველოსთან თანამშრომლობას ეფექტურსა და მნიშვნელოვანს უწოდებს
4. ნოემბერი 2021 სიახლეები

ჩეხი სენატორი საქართველოსთან თანამშრომლობას ეფექტურსა და მნიშვნელოვანს უწოდებს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ჩეხმა სენატორებმა მილუშე ჰორსკამ და მიროსლავ ადამეკმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტები მოინახულეს. ჩეხ სტუმრებს ჩვენს ქვეყანაში ხსენებული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციის – ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. სენატორები ესტუმრნენ პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებს როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქში; ასევე, ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის განყოფილებას სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის და ახლადაშენებულ საოჯახო ტიპის სახლს შშმ პირებისათვის. ვიზიტის დასასრულს მილუშე ჰორსკას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ ვესაუბრეთ.