მედევაკის პროგრამის მხარდაჭერით, CCR კიბოს პრევენციის მიმართულებით იმუშავებს
საქართველოში მისიის დაფუძნების შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აქტიურად მუშაობს კიბოს პრევენციისა და დაავადების ადრეული გამოვლენის მიმართულებით დასავლეთ საქართველოში. 2019 წელს ზუგდიდის სკრინინგ ცენტრის აშენებისა და რამდენიმეწლიანი ცნობიერების ამაღლების კამპანიის შემდეგ, ჩვენი ორგანიზაცია ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელიც მიზნად ისახვს ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში. აღნიშნული ინიციატივა დაფინანსებულია ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის მიერ.