დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უწყვეტობის და ხარისხის უზრუნველყოფა კოვიდ პანდემიის დროს

დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უწყვეტობის და ხარისხის უზრუნველყოფა კოვიდ პანდემიის დროს

პროექტის სახელწოდება: დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უწყვეტობის და ხარისხის უზრუნველყოფა კოვიდ პანდემიის დროს

  • პროექტის ხანგრძლივობა: დეკემბერი, 2021 – სექტემბერი, 2022
  • პროექტის პარტნიორები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი

  • პროექტის აღწერა: COVID-19-ის პანდემია კვლავ ზიანს აყენებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ბავშვები, მოზარდები და დედები ვერ იღებენ სათანადო მზრუნველობას. ზოგიერთ შემთხვევაში, აღნიშნულს, შესაძლოა, გრძელვადიანი, ხშირად კი სიცოცხლისთვის საშიში შედეგები ჰქონდეს.

    მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს, აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა უკვე ითანამშრომლობა UNICEF-თან, გარკვეული ხარვეზები კვლავ აღმოსაფხვრელია. საჭიროა ონლაინტრენინგი, სუპერვიზია, ფასილიტაცია და ექპერტების მიერ ჩატარებული ტრენინგები, რომელიც პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების შესაბამისი უნარებით უზრუველყოფისკენ იქნება მიმართული. შედეგად, გაიზრდება მათ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი. გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში, საჭიროა ჰოსპიტალიზებული ბავშვებისათვის გაწეული სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების და მოზარდების დაინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, შემუშავდა შესაბამისი სამედიცინო პროტოკოლები, ამ დოკუმენტებს, სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით, განახლება სჭირდება. შესაბამისად, გაწეული პედიატრიული მომსახურების ხარისხი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს და უნდა გაუმჯობესდეს, განსაკუთრებით პედიატრიულ კლინიკებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. კლინიკების პერსონალი აღნიშნული პროტოკოლების შესაბამისად უნდა გადამზადდეს.

  • პროექტის შედეგები: უზრუნველყოფილია დედათა და ბავშვთა სამედიცინო სერვისების უწყვეტობა და ხარისხი პირველად და მეორეულ ჯანდაცვის რგოლზე კოვიდპანდემიის დროს. 

  • დონორები: USAID, UNICEF საქართველო

  • ბიუჯეტი: 330 000 აშშ დოლარი

USAID Logo Horizontal_RGB_600  unicef-for-every-child-logo