ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესება დასავლეთ საქართველოში

ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესება დასავლეთ საქართველოში

პროექტის სახელწოდება: ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესება დასავლეთ საქართველოში

  • პროექტის ხანგრძლივობა: იანვარი, 2022 – დეკემბერი 2022
  • პროექტის პარტნიორები: საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი
  • პროექტის აღწერა: ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად ავთვისებიანი სიმსივნის დაახლოებით 10000-11000 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან შემთხვევების 56% ქალებზე მოდის. საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს კიბო საქართველოში გავრცელებული შემთხვევებიდან ხუთეულში შედის. გვიან დასმული დიაგნოზი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. პროექტი მიმართულია სკრინინგული სერვისების ხელმისაწვდომობისა გაზრდაზე, საქართველოს რეგიონებში გაწეული ონკოლოგიური სერვისების ხარისხისა და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის გაუმჯობესებაზე. დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში გადამზადდება დასავლეთ საქართველოს (აჭარაში ბათუმი, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში ზუგდიდი და რუხი, აფხაზეთში კი - გალი) სამედიცინო პერსონალი. გარდა ამისა, სამიზნე რეგიონები უზრუნველყოფილი იქნებიან საჭირო ონკო-გინეკოლოგიური სერვისების გასაწევად საჭირო სამედიცინო აპარატურით. პროექტი მოიცავს პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს, ასევე მეორეული და მესამეული რგოლის კლინიკების პრაქტიკოსებს. ბიუჯეტის 70% გამოყოფილია ხსენებული სახელმიწიფო კლინიკების აღჭურვილობაზე ბათუმსა და რუხში, ასევე სამედიცინო აღჭურვილობის მოწყობაზე გალში.
  • პროექტის შედეგები: დასავლეთ საქართველოს ონკო-გინეკოლოგიური სამედიცინო დაწესებულებების შესაძლებლობები გაზრდილია, რის შედეგადაც ხსნენებულ დაწესებულებებს უკეთესი სამედიცინო სერვისის გაწევა შეუძლია. მინიმუმ ერთი გინეკოლოგიური კაბინეტია მოწყობილი რუხსა და ბათუმში, მინიმუმ 35 სამედიცინო პერსონალია გადამზადებული გინეკოლოგიაში. მინიმუმ 170 სოფლის ექიმია გადამზადებულები ონკო-გინეკოლოგიაში.
  • დონორი: ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო (MEDEVAC)
  • ბიუჯეტი: 205 000 ევრო

medevac_logo-01