წარმატების ისტორიები

CzechAid-ის მხარდაჭერით, აუტიზმის სპექტრის მქონე ნოეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
27. ივლისი 2022 სიახლეები

CzechAid-ის მხარდაჭერით, აუტიზმის სპექტრის მქონე ნოეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

ნოე ქარცივაძეს აუტიზმის სპექტრის დარღვევა წლინახევრის ასაკში დაუდგინეს. ბავშვის რამდენიმე საბავშვო ბაღში მიყვანის შემდეგ, მშობლებს იმედი აღარ ჰქონდათ, რომ ნოესთვის შესაბამის განმავითარებელ გარემოს იპოვიდნენ. თუმცა, მალევე შეიტყვეს, რომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ზუგდიდის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ჯგუფი გაეხსნათ და მაშინვე დაუკავშირდნენ მათ. ნოე უკვე რვა თვეა ხსენებულ ჯგუფში დადის და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ გადამზადებული სპეციალური მასწავლებლების ძალისხმევის შედეგად, მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიზარდა სოფლის ექიმების კვალიფიკაცია
11. ივლისი 2022 სიახლეები

USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიზარდა სოფლის ექიმების კვალიფიკაცია

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოს პირველად ჯანდაცვას წლებია უჭერს მხარს. 2022 წლიდან, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ვთანამშრომლობთ UNICEF-თან და ვახორციელებთ პროექტს ბავშვთა სამედიცინო სერვისების ხარისხის გასაუმჯობესებლად, პირველად ჯანდაცვაში პრაქტიკის ფასილიტაციისა და ექსპერტების მიერ გაწეული კონსულტაციის გზით. ცოტა ხნის წინ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯუგაანის ამბულატორიას ვეწვიეთ და ადგილზე მოვინახულეთ, თუ როგორ გაზარდა პროექტის ფარგლებში მიღებულმა ცოდნამ სოფლის ექიმების მიერ გაწეული სამედიცინო სერვისების ხარისხი.

CzechAid-ის მხარდაჭერით პირველადი ჯანდაცვისთვის ელექტრონული საინფორმაციო სისტემები ინერგება
15. ივნისი 2022 სიახლეები

CzechAid-ის მხარდაჭერით პირველადი ჯანდაცვისთვის ელექტრონული საინფორმაციო სისტემები ინერგება

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოს ჯანდაცვის სისტემას მრავალი წელია უჭერს მხარს – მუშაობს არა მხოლოდ ოჯახის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, არამედ ელექტრონული საინფორმაციო სისტემების შექმნასა და მათ დანერგვაზე პირველად ჯანდაცვაში. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ელექტრონული საინფორმაციო პროდუქტი შეიქმნა, რომელთაგან კოვიდპანდემიის მართვისათვის განკუთვნილმა ელექტრონულმა სისტემებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვაში.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და UNICEF აძლიერებენ ოჯახის ექიმებს მთელ საქართველოში
1. ივნისი 2022 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და UNICEF აძლიერებენ ოჯახის ექიმებს მთელ საქართველოში

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი უკვე ხუთი წელია, რაც საქართველოს პირველად ჯანდაცვას უჭერს მხარს. 2020-2021 წლებში ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ, 2022 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ UNICEF-თან პარტნიორობა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით გააგრძელეს. ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს ბავშვთა სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას პრაქტიკის ფასილიტაციისა და ექსპერტების მიერ გაწეული კონსულტაციის გზით პირველად ჯანდაცვაში. ამ ეტაპზე პროექტის ფასილიტატორებმა უკვე გადაამზადეს ასობით ექიმი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლები გადასცა
25. მაისი 2022 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლები გადასცა

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად საქართველოში მისიის დაარსების დღიდან მუშაობს. 2020 წლიდან ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას დეინსტიტუციონალიზაციისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივებითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას. ამ დრომდე პროექტის ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის საოჯახო ტიპის სახლების გადაცემა იყო, რომლებიც დიდი ზომის პანსიონატებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვისაა განკუთვნილი.