ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლები გადასცა
25. მაისი 2022 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლები გადასცა

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად საქართველოში მისიის დაარსების დღიდან მუშაობს. 2020 წლიდან ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას დეინსტიტუციონალიზაციისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივებითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას. ამ დრომდე პროექტის ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის საოჯახო ტიპის სახლების გადაცემა იყო, რომლებიც დიდი ზომის პანსიონატებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვისაა განკუთვნილი.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში  "გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში", ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ორი საოჯახო ტიპის სახლი გადასცა. სახლების შეძენა, რეაბილიტაცია და მათი სახელმწიფოსთვის გადაცემა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ფართომასშტაბიანი დახმარების ნაწილია, რომელიც ემსახურება საქართველოს მხარდაჭერას დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში. აღნიშნული გულისხმობს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას და საოჯახო ტიპის სახლებისა და სერვისების უზრუნველყოფას დუშეთსა და მარტყოფში სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფიი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.

_70A3563

სახლების გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფების მხარდაჭერა ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტია:

 „აღნიშნული პასუხობს OECD-ს ძალისხმევასა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს, ასევე არის მთავრობების ვალდებულებების ნაწილი და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ამ ვალდებულებებს შესაბამისად ვასრულებთ. დღეს ჩვენ მოწმენი გავხდით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის ორი სახლის გადაცემისა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც იმ ფაქტმა, თუ როგორ სწრაფად წარიმართა სამშენებლო პროცესი, ისე შესრულებული სამუშაოს ხარისხმა. ამგვარად, მინდა მივულოცო ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გუნდს ამ შესანიშნავი სამუშაოს შესრულებისთვის. და დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე შესაძლებლობა მომეცემა ვიხილო, თუ როგორ საზოგადოებაში ინტეგრირებულად ცხოვრობენ ბენეფიციარები“.

_70A4324

მიუხედავად იმისა, რომ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საქართველოში 2010-2011 წლებში დაიწყო, მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, ამ დრომდე მიმდინარეობს. 2020 წელს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინიციატივის საპასუხოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის სფეროს ექსპერტებმა, ჩეხ კოლეგებსა და პროექტის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გამოავლინეს მთავარი სამუშაო მიმართულებები და შეაფასეს ბენეფიციართა საჭიროებები და ინტერესები. აღნიშნულის შემდეგ, ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ პროექტის ბენეფიციარებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში დახმარებოდა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ აღნიშნა, რომ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი სააგენტოს სოციალური პოლიტიკის ნაწილია, რომელშიც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა უდიდესი წვლილი შეიტანა:

ამ ორი სახლის გადაცემით ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, თუმცა, მოსამზადებელი სამუშაოებიც – სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და ბენეფიციართა შეფასება და მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, ძალიან შრომატევადი იყო. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ბენეფიციარებს შეეძლებათ იცხოვრონ რაც შეიძლება ოჯახთან მიახლოებულ გარემოში და ჰქონდეთ რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“.

პროექტის ფარგლებში ჯამში 112 ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცხოვრება შეიცვლება – ეტაპობრივად, მათი ინდივიდუალური საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინებით.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობას ოფიციალური დახმარებისთვის:

„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და საქართველო უკვე მრავალი წელია თანამშრომლობენ და ჩვენ ერთად ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს განხორციელებული. ეს უმნიშვნელოვანესი ინტერვენცია არის იმიტომ, რომ დეინსტიტუციონალიზაციის პროექტის ფარგლებში, ორი დიდი ზომის ინსტიტუცია დარჩა საქართველოში, რომელიც აუცილებლად უნდა დაიხუროს და ბენეფიციარებს ალტერნატიული სერვისები უნდა შევთავაზოთ. მე მადლობა მინდა გადავუხადო ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და ჩვენს ჩეხ მეგობრებს ამ მნიშვნელოვანინ მხარდაჭერისთვის“.

_70A4765

შშმ პირთა უფლებების დაცვა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

2015 წლიდან ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების რეფორმის მიმართულებით. ამგვარად, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილია.

2017-2021 წლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა იმუშავა პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ხანგრძლივი მოვლის სერვისების შექმნაზე. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარების გარდა, ჩვენმა აქტივობებმა მოიცვა საკანონმდებლო ინიციატივებზე მომუშავე პირები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები. ინიციატივის ფარგლებში, ექსპერტებმა შეიმუშავეს საკანონმდებლო ჩარჩო ბავშვთა ხანგრძილივი მოვლისათვის და იმუშავეს ჟვანიას ჰოსპიტლის ახლადაარსებული ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის ცენტრის სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. პროექტის კიდევ ერთი კომპონენტი მოიცავდა მულტი-სენსორული ოთახის განახლება და აღჭურვა, რომელშიც ყოველწლიურად დაახლოებით 25 ბენეფიციარი მიიღებს თერაპიულ სერვისებს.

2019-2021 წლებში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, რომელიც მიზნად ისახავდა აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას, ასევე სფეროს პროფესიონალების კვალიფიკაციის გაზრდას. ჩვენი ორგანიზაციის აქტივობები დაიგეგმა და განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და ბავშვთა შეზღუდული შესაძლებლობის აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი შემუშავებული იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების შესაბამისად აღნიშნულ სექტორში.

მასალა მომზადებულია ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ოფიციალური დახმარების მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.