ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს ვეტერინარული სერვისების მხარდაჭერას საქართველოში
11. მარტი 2024 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს ვეტერინარული სერვისების მხარდაჭერას საქართველოში

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს ვეტერინარული სერვისების მხარდაჭერას საქართველოში. გასულ კვირას ჩვენმა ორგანიზაციამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მაღალი სიმძლავრის გენერატორი და თერმოჩანთები გადასცა. აღნიშნული გენერატორი დამონტაჟდება სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის ცენტრალურ ოფისში და უზრუნველყოფს ვაქცინების და სხვა მალფუჭებადი ნივთიერებების შენახვას ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში. თერმოჩანთებს კი გამოიყენებენ სააგენტოს ვეტერინარული ბრიგადები, რომლებიც ვაქცინაციისა და სხვა ვეტერინარულ მომსახურებაში არიან ჩართული. 

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს მაღალი სიმძლავრის გენერატორი და თერმოჩანთები გადასცა. ეს დონაცია 2023 წლის 19 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში გაუმჯობესებული ვეტერინარული სერვისების განვითარების ხელშეწყობას.

Equipment handover NFA

აღნიშნული გენერატორი დამონტაჟდება სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის ცენტრალურ ოფისში და უზრუნველყოფს ვაქცინების და სხვა მალფუჭებადი ნივთიერებების შენახვას ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში. რაც შეეხება თერმოჩანთებს, მათ გამოყენებას შეძლებს დუშეთის, ხულოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მომუშავე სააგენტოს 40-ზე მეტი ვეტერინარული ბრიგადა, რომელიც ვაქცინაციისა და სხვა ვეტერინარულ მომსახურებაშია ჩართული. 

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მდგრადი მესაქონლეობის, პროდუქტიულობის ზრდისა და ბაზრის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მუშაობს ადგილობრივი ფერმერების ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ბიზნესის განვითარების, სანიტარული და ბიოუსაფრთხოების სტანდარტებისა და კლიენტებთან და ფინანსებთან კავშირის გაუმჯობესების გზით. პროექტის ექსპერტები მუშაობენ ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტებთან, ვეტერინარებსა და ფერმერებთან მათი კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით ხელოვნურ განაყოფიერებაში, ცხოველების სწორ მოვლაში, საძოვრების მდგრად მართვაში, საკვების წარმოებასა და საქონლის გამოკვებისა სწორ პრაქტიკაში.

P5_X3600

პროექტის ფარგლებში გადავამზადეთ ფერმერები, ვეტერინარები და ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტები, ასევე მონაცვლეობითი ძოვების პრაქტიკის დასანერგად მოვაწყვეთ სადემონსტრაციო ნაკვეთები. ამასთან, გაიცა გრანტები მეხორცული მესაქონლეობისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად.

პროექტში ჩართულია ხულოსა და არაგვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAGs) და თუშეთის ლანდშაფტის დაცვის ადმინისტრაცია (TPLA). აგრეთვე, პროექტი აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანოებთან. ამასთან, პროექტი თანამშრომლობს CzechTrade-თან ჩეხური კომპანიების მისიების შემოყვანის ორგანიზებაში და ბენეფიციართა გასაწევრიანებლად საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში.

პროექტის შედეგად გაიზრდება იმ ფერმერების რაოდენობა, რომლებიც მდგრადი და უფრო პროდუქტიული მესაქონლეობის პრაქტიკას მისდევენ. შერჩეულ ფერმერებს ექნებათ უკეთესი წვდომა ბაზარზე და შესაბამისად გაიზრდება მათი შემოსავალიც. ამასთან, ქართველ ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ჩეხური სოფლის მეურნეობის პრაქტიკას B2B შეხვედრების მეშვეობით.

ეს მასალა მომზადდა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით. ეს ინიციატივა ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გამოცხადებული ოფიციალური ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილია.