ქალი მეწარმე ალპური ზონიდან აფართოებს თავის ბიზნესს
29. სექტემბერი 2022 სიახლეები

ქალი მეწარმე ალპური ზონიდან აფართოებს თავის ბიზნესს

ნანა დვალიძე საქართველოს ალპურ ზონაში ცხოვრობს და უკვე მრავალი წელია თაფლის პროდუქტებს აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი პროდუქტის ხარისხი მაღალია და მის რეალიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახერხებს, მოძველებული ტექნიკის გამოყენების გამო, წარმოების მოცულობა არც თუ ისე მაღალი აქვს. მას შემდეგ, რაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ნანას თანამედროვე ტექნიკა გადასცა, თაფლის გამოწურვის პროცესი გაცილებით გამარტივდა და ამან ნანას ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა მისცა.

307086203_558258092720103_1749989224502219238_n

როგორ შეცვალა თანამედროვე ტექნიკამ თაფლის წარმოების პროცესი

57 წლის ნანა დვალიძე თაფლის პროდუქტებს მეუღლესა დ შვილებთან ერთად დიდი ხანია აწარმოებს. დვალიძეების ოჯახი რაჭაში, სოფელ ბაჯიხევში, ზღვის დონიდან 1350 მეტრზე ცხოვრობს. სოფელში მხოლოდ 10 ადამიანი ცხოვრობს მუდმივად, რაც უამრავ გამოწვევას წარმოშობს, განსაუთრებით კი ზამთრის პერიოდში, თოვლსა და ყინვაში. თაფლის წარმოებასთან ერთად დვალიძეების ოჯახის აქტიურად არის ჩართული მესაქონლებაში, მეღორეობასა და მეფრინველეობაში.

დვალიძეების ოჯახს 60 სკა აქვს და თაფლის პროდუქტებს აწარმოებს არა მხოლოდ თანასოფლელებისთვის, არამედ მის რეალიზებას ახდენს მთელს რაჭასა და გასაყიდად ჩააქვს თბილისშიც. როგორც ნანას შვილი, მალხაზი გვიყვება, თაფლის წარმოება მარტივი საქმე არაა და ის სკრუპულოზურობასა და დიდ დროს მოითხოვს. დროის დაზოგვა თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით არის შესაძლებელი, რადგან მას მნიშვნელოვნად შეუძლია მეფუტკრის საქმის გამარტივება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა დვალიძეების ოჯახის მხარდაჭერა და მათთვის თაფლის პროდუქტების წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნიკის შეძენა.

 Nana Dvalidze, beekeeper

„სოფელი ბაჯიხევი ალპურ ზონაში მდებარეობს. აქ სუფთა ჰაერია და უამრავი მინდვრის ყვავილია, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი თაფლის მაღალ ხარისხს. ვიდრე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი დაგვაფინანსებდა, თაფლის გამოსაწურად მექანიკურ დანადგარს ვიყენებდით და ამაზე ძალიან დიდი დრო გვეკარგებოდა. ცხადია, ეს დიდი მოცულობის პროდუქტის წარმოებაშიც ხელს გვიშლიდა. თაფლის გამოსაწური თანამედროვე აპარატით, რომელიც პროექტის ფარგლებში გადმოგვეცა, ჩვენს საქმეს გაცილებით მცირე დროში ვაკეთებთ და შესაბამისად, შეგვიძლია წარმოების მოცულობის გაზრდაც.“ – ამბობს მალხაზი.

მალხაზი გვიამბობს, თუ როგორი მნიშვნელოვანია მათი საქმისთვის პროექტის ფარგლებში გადაცემული სხვა ტექნიკაც. ის გვიხსნის, რომ ფიჭის საბეჭდი აპარატით ფიჭის ფირფიტები კეთდება, რომელიც ფუტკარს ფიჭის ასაშენებლად ესაჭიროება. რაც შეეხება თაფლის დაწურვის შემდეგ მორჩენილ ძველ ფიჭას, მალზახის და მათ ადნობს და სანთლის გასაკეთებელი ახალი დანადგარით საეკლესიო სანთლებს ამზადებს.

დვალიძეების ოჯახი ასევე აწარმოებს რაჭულ როლს, ყველს, კარაქს, კვერცხსა და ხორცს, რომელსაც ნანას მეუღლე ყიდის, როგორც ონის ბაზარში, ისე მუდმივ კლიენტებს ამარაგებს.

მალხაზი მადლობას უხდის პროექტს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დვალიძეების ოჯახური ბიზნესის გაფართოებაში. ის ასევე გვიზიარებს სამომავლო გეგმებს და ამბობს, რომ მალე საოჯახო სასტუმროს გახსნას გეგმავენ, რომელიც ვიზიტორებს გაანებივრებს ბუნების ხედებით, ნატურალური პროდუქტებითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიმშვიდით.

307590623_1047620235932603_5407415604651460162_n

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის როლი პანდემიასთან ბრძოლაში

პანდემიის დაწყებისთანავე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა თავისი აქტივობების უდიდესი ნაწილი COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების აღმოფხვრაზე მიმართა. სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს (SlovakAid) ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის კარიტასმა სლოვაკურ არასამთავრობო ორგანიაცია Sosna-თან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი „კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება რაჭაში“.

პროექტის ფარგლებში, მხარი დავუჭირეთ 26 მცირე და საშუალო მეწარმის საქმიანობის გაფართოებას, შენარჩუდნა 40 სამუშაო ადგილი, 40-მა მცირე და საშუალო მეწარმემ გაიუმჯობესა ციფრული მარკეტინგის უნარები, 152 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა ქათმები თავისი ვეტპრეპარატებითა და საკვებით. 

Sosna logo_square  slovakaid_gis_male_0