ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების განვითარებაში. ჩვენი ძალისხმევით ათასობით ბავშვისა და მათი ოჯახების ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ამჟამად ვიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადრეული ზრუნვის სერვისებისა და ინკლუზიური განათლების გაუმჯობესებას.
პროექტის გახსნის ღონისძიება
პროექტი მიზნად ისახავს ადრეული ასაკის ბავშვთა ზრუნვის სფეროში ეროვნული პოლიტიკის გაუმჯობესებას, ახალი სპეციალისტების მომზადებას და სერვისის მიმწოდებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სერვისების და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების სტრატეგიების დანერგვას შერჩეულ მუნიციპალიტეტებში.
2023 წლის 21 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა გამართა პროექტის ფარგლებში შექმნილი ადრეული ასაკის ბავშვთა მოვლის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო პროექტის მიზნებისა და ამოცანების გაცნობა და სამუშაო ჯგუფის წევრების ჩართვა აქტიურ სამუშაო პროცესში, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ადრეული ასაკის ბავშვებზე ზრუნვის პოლიტიკის განსაზღვრაში დაეხმარება ჯანდაცვის სამინისტროს, სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურებს, და დაინტერესებულ მხარეებს.
ღონისძიება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე მესხრიკაძემ გახსნა და აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიზანია ხელი შეუწყოს ადრეული ასაკის ბავშვებზე ზრუნვისა და ინკლუზიური განათლების გაუმჯობესებას ქვეყანაში, რადგან ჩვენს ქვეყანაში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს არ აქვთ თანაბარი წვდომა საჭირო სერვისებზე არა მხოლოდ პროფესიონალების ნაკლებობის გამო არამედ სერვისების არარსებობის მიზეზითაც:
„პროექტის ფარგლებში ჩვენი მიზანია შევქმნათ თანაბარი ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის ადრეული ჩარევის სერვისებზე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, რაც განისაზღვრება შესაბამისი ეროვნული პოლიტიკით. ეს ნიშნავს, რომ სერვისების მიწოდების მექანიზმები, პროფესიული პრაქტიკა და ადამიანური რესურსები ადრეულ მოვლაში დარეგულირდება სახელმწიფოს მიერ“.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს ადრეული ასაკის ბავშვთა მოვლისა და ინკლუზიური განათლების არსებული პოლიტიკის ანალიზზე და ჩამოაყალიბებს რეკომენდაციებს პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით. გარდა ამისა, ადაპტირებული იქნება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ადრეული ასაკის ბავშვებში, რომელიც წარედგინება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აკრედიტაციის მისაღებად.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში მომზადდებიან ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სპეციალისტები შერჩეულ მუნიციპალიტეტებში სერვისის მიმწოდებელ ცენტრებში სამუშაოდ. ზოგიერთი მათგანი გაივლის ინდივიდუალური ასისტენტის ტრენინგს საბავშვო ბაღებში სამუშაოდ და სპეციალური საგანმანათლებლო და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების დასახმარებლად.
საბოლოო ჯამში, შერჩეულ სამიზნე მუნიციპალიტეტებში ხუთი ახალი სერვისცენტრი შეიქმნება და შემდგომ აღიჭურვება. მოეწყობა სასწავლო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სერვისის მიმწოდებლებისთვის და საბავშვო ბაღის მასწავლებლებისთვის.
ინიციატივა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს UNICEF-თან.
სტატია მომზადებულია ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ოფიციალური დახმარების მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.