ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ტურისტული კომპანიებისათვის საინფორმაციო ტური გაიმართა
2020 წლის თებერვალში, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში, 14 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელისთვის, 2 დღიანი საინფორმაციო ტური გაიმართა. ინფო-ტური მიზნად ისახავდა ხულოს მუნიციპალიტეტის, როგორც ზამთრის ტურისტული დანიშნულების ადგილის უკეთ წარმოჩენას და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას არსებული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ.