ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საუკეთესო პარტნიორად დასახელდა
24. იანვარი 2020 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საუკეთესო პარტნიორად დასახელდა

2020 წლის 23 იანვარს აჭარის ა/რ სოფლსი მეურნეობის სამინისტრომ წარადგინა ანგარიში რომელიც შეეხებოდა 2019 წელს გაწეულ საქმიანობას. კონკრეტულად კი, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, შეაჯამა და ისაუბრა იმ პროექტებზე რომელიც განხორციელდა სამინისტროს მიერ.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ მთვარობის თავმჯდომარე, ქალაქ ბათუმის მერი, საქართველოს პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ფერმერები. ანგარიშის წარდგენის დასასრულს დაჯილდოვდნენ ის პირები და ორგანიზაციები რომლებსაც მიუძღვით განსაკუთრებული წვლილი სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში დაჯილდოვდა, როგორც აჭარის ა/რ სოფლის მეურნების სამინისტროს საუკეთესო პარტნიორი ორგანიზაცია, სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, რომელიც ახორციელებს პროექტს "სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეყობა ხულოს მუნიციპალიტეტში". 

პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.