ონის მუნიციპალიტეტს უკვე ჰყავს ასინიზაციის მანქანა ჩამდინარე წყლების მართვის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად
8. მაისი 2023 სიახლეები

ონის მუნიციპალიტეტს უკვე ჰყავს ასინიზაციის მანქანა ჩამდინარე წყლების მართვის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქრთველოში ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვაზე მუშაობს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ნარჩენების მართვისათვის საჭირო ინფრასქტუქტურის უზრუნველყოფის გზით. 2022 წლის სექტემბრიდან, სლოვაკეთის განვთარების სააგენტოს მხარდაჭერითა და სლოვაკურ ორგანიზაცია Sosna-სთან თანამშრომლობით ვმუშაობთ ინიციატივაზე ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის მხარდასაჭერად ონის მუნიციპალიტეტში. პროექტის ფარგლებში, გასულ კვირას ონის მუნიციპალიტეტის მერიას ასინიზაციის მანქანა გადავეცით, რომელიც მუნიციპალიტეტს ჩამდინარე წყლების მართვის ინფრაქტრუქტურის მოწყობაში დაეხმარება.

1I6A2379

რატომ სჭირდება ასინიზაციის მანქანა ონის მუნიციპალიტეტს

გასულ კვირას ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, სლოვაკურ ორგანიზაცია Sosna-სა და საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონის მერსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ასინიზაციის მანქანა გადასცა. შეხვედრა სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს ჩამდინარე წყლების მართვის ინფრასტრუქტურის მოწყობის გზით ხელი შეუწყოს საქართველოში წყლის ხარისხისა და რესურსების მართვას.

შეხვედრის პირველი ნაწილი ადგილობრივ მოსახლეობასთან ტრენინგს დაეთმო, რომელზეც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ეკატერინე მესხრიკაძემ და პროექტის ექსპერტმა, კახა ბახტაძემ ჩაატარეს ნარჩენების მდგრადი მართვის თემაზე. ტრენინგზე ისაუბრეს წყლის დაბინძურების უარყოფითი გავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, ჩამდინარე წყლების მართვის ეროვნულ და საერთაშორისო რეგულაციებზე, პროექტის ამოცანებზე, გეგმებსა და მიმდინარეობის პროცესზე. Sosna-ს ექსპერტმა, შტეფან შაბომ დაინტერესებულ მხარეებს გააცნო ჩამდინარე წყლების მართვის სლოვაკური გამოცდილება და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება.

ტრენინგის შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და Sosna-მ ონის მუნიციპალიტეტის მერიას ასინიზაციის მანქანა გადასცეს, რომელიც მუნიციპალიტეტს დაეხმარება ჩამდინარე წყლების მართვის ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს ონის მუნიციპალიტეტში წყლის ხარისხისა და რესურსების მართვას.

1I6A2384

რატომ არის ჩამდინარე წყლების მართვის ინფრაქტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანი

საქართველოში ზედაპირული წყლების დაბინძურების მთავარი წყარო მუნიციპალური ჩამდინარე წყლებია, რაც იწვევს ეკოლოგიურ და ჯანმრთელობის პრობლემებს. ონის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკის მხარდაჭერისა და ადგილობრივ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის შემდეგ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა გადაწყვიტა წყლის დაბინძურების პრობლების აღმოფხვრაზე დაეწყო მუშაობა და ონის მუნიციპალიტეტში ჩამდინარე წყლების მართვის ინფრასტრუქტურის მოწყობის გზით, წვლილი შეეტანა საქართველოში წყლის ხარისხისა და რესურსების მართვაში.

პროექტის “ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის საპილოტე გადაწყვეტილებები საქართველოში”  საწყის ეტაპზე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის ექსპერტებმა კვლევის შედეგად გამოავლინეს ცხელი წერტილები, რომელიც ხელს უწყობს წყლის დაბინძურებას და მოამზადეს ტექნიკურ-ეკონომიკური გადაწყვეტის გზები, რომლის პილოტირებაც ხორციელდება პროექტის ფარგლებში. კერძოდ, ჩამდინარე წყლების მართვის შესაფერისი მიდგომების პილოტირება მოიცავს წყლის სეპტიკური გამწმენდი სისტემების, ჭაობებისა და კომპოსტირებადი ტუალეტების მოწყობას წინასწარ შერჩეულ ადგილებზე. ასინიზაციის მანქანის შეძენა და ონის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იყო.

1I6A2227

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და პროექტის მენეჯერი, ეკატერინე მესხრიკაძე ამბობს, რომ ცხოვრების ხარისხსა და გარემოს შორის პირდაპირი კავშირია, რადგან ადამიანების ცხოვრებაზე დიდი გავლენა აქვს ფიზიკური გარემოს ჯანმრთელ მდგომარეობას:

“წყლის დაბინძურება საკანალიზაციო, ინდუსტრიული, სასოფლო-სამეურნეო და ფარმაცევტული ნარჩენით იწვევს გარემოსდაცვით და ჯანმრთელობის პრობლემებს. საქართველოში, კერძოდ სოფლად, წვდომა გაუმჯობესებულ საკანალიზაციო სისტემებსა და ჩამდინარე წყლების შესაბამისად მართვაზე ისევ გამოწვევად რჩება. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენი მიზანია ადგილობრივი ჩართული მხარეების კვალიფიკაციის გაზრდა იმისთვის, რომ მათ უკეთ შეძლონ ამ გამოწვევებს უპასუხონ და შესაბამისად, წვლილი შეიტანონ ცხოვრების ხარისხის გაზრდასა და ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. ეს პროექტი იმგვარადაა დაგეგმილი, რომ შემუშავებული გადაწყვეტების რეპლიკაცია შესაძლებელი იქნება საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში.“

slovakaid_gis_male_0   Sosna logo_square