სლოვაკი დიპლომატი: საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს
10. მაისი 2023 სიახლეები

სლოვაკი დიპლომატი: საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს

სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე გარემოსდაცვითი ინიციატივის ფარგლებში, გასულ კვირას ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და სლოვაკურმა ორგანიზაცია Sosna-მ და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ასინიზაციის მანქანა გადასცა. აღნიშნული მანქანა მუნიციპალიტეტს დაეხმარება ჩამდინარე წყლების მართვის ინფრასქტრუქტურის მოწყობასა და წყლის ხარისხისა და რესურსების მართვაში.

1I6A2364

სლოვაკეთისთვის საქართველო ერთ-ერთი პრიორიტეტული ქვეყანაა. როგორ ხედავთ მიმდინარე თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის?

საქართველო ჩვენი პრიორიტეტული ქვეყანა 2009 წლიდანაა, ხოლო 2019 წლიდან ის გახდა ჩვენი პროგრამული ქვეყანა, რაც განვითარების თანამშრომლობის უმაღლესი საფეხურია. ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ სამი პროგრამული ქვეყანა გვაქვს – კენია, მოლდოვა და საქართველო. ჩვენი თანამშრომლობა ღრმავდება და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში შევძელით კონკრეტული სფეროების პოვნა. ესენია ნარჩენების და წყლის მართვა, საჯარო უწყებების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ზრდა და ეკოტურიზმი. ასე რომ, ჩვენ ვცდილობთ რესურსები და ძალისხმევა ამ კონკრეტულ სფეროებზე მივმართოთ.

რატომ არის სლოვაკეთისთვის მნიშვნელოვანი საქართველოში გარემოს დაცვა?

ამის უამრავი მიზეზია, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს უნიკალური ბუნება აქვს, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება. მეორე მიზეზი კლიმატის ცვლილებაა, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ნებისმიერი ქვეყანა უნდა მუშაობდეს – ბუნების შენარჩუნება უნდა იყოს ყველას საერთო ინტერესი. თუ არის ქვეყნები ან რეგიონები, რომელთაც ბუნების შენარჩუნება თვითონ არ შეუძლიათ, მათ ვინმე უნდა დაეხმაროს. სუბარია არა მხოლოდ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, არმედ ფინანსურ მხარდაჭერაზეც. ატმოსფერომ არ იცის საზღვრები და ამგვარად, თითოეული ჩვენგანის მიზანი მისი დაცვა უნდა იყოს, ჩვენ უნდა გავიღოთ ყველა სახის ძალისხმევა ჩვენი პლანეტის გადასარჩენად. იმ შემთხვევებშიც, როდესაც არ შეგვიძლია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, არსებული მდგომარეობა მაინც უნდა შევინარჩუნოთ.

1I6A2384

დღეს თქვენ მონაწილეობა მიიღეთ ასინიზაციის მანქანის გადაცემის ცერემონიაში და ადგილზე გაეცანით იმ პროექტების შედეგებს, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში სლოვაკეთის მთავრობის დახმარებით ახორციელებს. გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები.

ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ისეთი ღირებული პარტნიორი, როგორიც არის Sosna, ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გამოცდილი სლოვაკური ორგანიზაცია და თქვენ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი. ორივე თქვენგანი ხართ გამორჩეული ორგანიზაციები ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებით. ხსენებულ ორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებს ძალიან კარგი შედეგები აქვს. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამგვარი შედეგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის ფაქტი, რომ ამ პროექტებს ქართული მხარე აინიცირებს. ადგილობრივი პარტნიორები ონის მუნიციპალიტეტიდან გვიზიარებენ თავიანთ საჭიროებებს და რადგან უკვე აქვთ საჭირო ცოდნა, ჩვენგან მცირეოდენ მხარდაჭერას ითხოვენ. ზოგადად, მე მიმაჩნია, რომ პროექტები სწორედ ამგვარად უნდა იქმნებოდეს, იდეები თვითონ ბენეფიციარებისგან უნდა მოდიოდეს, რადგან როდესაც პროექტის ინიცირება გარედან ხდება, მაგალითად, ქართული ორგანიზააცის ჩართულობის გარეშე, ჩვენ ვდგებით იმგვარი მოცემულობის წინაშე, რომელშიც თავად უნდა მივხვდეთ, რაში მდგომარეობს პრობლემა და რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ცხადია, ასეთი პროექტის შედეგები ვერ იქნება ეფექტიანი და მიზნობრივი. ასე რომ, მე მეამაყება და მადლიერი ვარ იმ კარგი შედეგების გამო, რომლებსაც რაჭაში ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ვხედავ.

1I6A2373

ძალიან სასიამოვნოა დონორისგან ამგვარი შეფასების მოსმენა. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგები, როგორც დონორმა და განმახორციელებელმა პარტნიორმა. მინდა ასევე გკითხოთ ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, როგორ ხედავთ ამ ურთირთობის მომავალს?

როდესაც სამწელიწადნახევრის წინ საქართველოში პირველად ჩამოვედი, ვიცოდი, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, რეალობაში ამ ურთიერთობის სიღრმეს მაშინ ვერ ვხედავდი. ახლა, ამ გადმოსახედიდან, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ უკეთ ვიცნობთ ერთმანეთს, ჩვენი თანამშრომლობა უფრო მიზნობრივი და ეფექტურია და ვიცით, რას უნდა ველოდოთ ერთმანეთისგან. ეს თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია! თუმცა, უახლოეს მომავალში, მე ძალიან მინდა საქართველო გახდეს ქვეყანა, რომელსაც განვითარების სფეროში პარტნიორი საერთოდ არ სჭირდება; ჩვენ გვინდა გავხდეთ საქართველოს იმგვარი პარტნიორი, რომელსაც მხოლოდ სამუშაო შედეგებს გავუაზიარებთ და მას ჩვენი მხარდაჭერა აღარ დასჭირდება და ჩვენ გავაგრძელებთ ზრდას პარალელურად, ერთმანეთის გვერდით.

რამის დამატება ხომ არ გსურთ?

აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ საქართველო ძალიან ახლოსაა ევროპასა და მის კულტურასთან. ჩვენ ერთნაირი ღირებულებები გვაქვს და საქართველო ნამდვილად ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. იცით, სლოვაკეთი იყო ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს შეუერთდა. ეს გზა იყო საკმაოდ გრძელი და რთული. თუმცა, ჩვენ ეს შევძელით და შედეგად მივიღეთ ცხოვრების უკეთესი პირობები, დაცული გარემო და უამრავი შესაძლებლობა ქვეყნის შიგნით და გარეთ. ძალიან გვინდა, რომ თქვენც გახდეთ ამ ოჯახის წევრი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ერთნაირები ვართ, თითოეული ჩვენგანი უამრავი რამით განსხვავდება და სწორედ ამ განსხვავებულობის სწავლა შეგვიძლია ერთმანეთისგან.