სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა COVID-19-ის დისტანიური მართვისთვის 1000 მდე ექიმი მოამზადა
3. ივნისი 2020 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა COVID-19-ის დისტანიური მართვისთვის 1000 მდე ექიმი მოამზადა

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად აღიარა, საქართველოს მთავრობის (სმ) მიერ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და გატარებული იქნა მთელი რიგი ღონისძიებები გლობალურ პანდემიასთან საბრძოლველად. საქართველოს მთვარობის ერთ-ერთ აუცილებელ და მყისიერ ქმედებას ოჯახის ექიმთა მიერ პაციენტების დისტანციური მომსახურება წარმოადგენდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მეთოდის გამოყენებისთვის საჭირო გახდა ექიმების ტრენინგი. ტრენინგები განახორციელა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გუნდმა, რომელმაც  შექმნილ საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება მოახდინა და რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით,  1000-მდე ექიმის ტრენინგი და მათი მუშაობის კონტროლი განახორციელა.

ზაფხულის პირველი დღე - 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
1. ივნისი 2020 სიახლეები

ზაფხულის პირველი დღე - 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.

ზაფხულის პირველი დღე - 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თითოეულ ბავშვს აქვს  უფლება „ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების დონეზე“. ამასთან, ბავშვი, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია თავის ოჯახურ გარემოცვას, აქვს დახმარების და დაცვის უფლება სახელმწიფოს მხრიდან (უნისეფის კონვენცია  ბავშვის უფლებების შესახებ, მუხლი 27, მუხლი 20).

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს Covid-19 თან დაკავშირებული საჭიროებების საპასუხო ქმედებებს
15. მაისი 2020 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს Covid-19 თან დაკავშირებული საჭიროებების საპასუხო ქმედებებს

დღეს ჩვენ ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ჩვილ ბავშვთა სახლი მოვინახულეთ და კომპიუტერული ტექნიკა და პერსონალური დამცავი ეკიპირება გადავეცით პერსონალს.

კომპიუტერული ტექნიკა ჩვილ ბავშვთა სახლის პერსონალს დაეხმარება, სრულად ჩაერთონ დისტანციურად ტრენინგში, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ხვალიდან დაიწყებს. ტრენინგების მიზანია არსებული მომსახურების გაუმჯობესების ხელშეწყობა, სანამ ხელმისაწვდომი გახდება შესაბამისი სერვისები, მათ შორის ხანგრძლივი მოვლის სერვისი, რომლის დაფუძნებასაც ითვალისწინებს ჩვენი პროექტი.

აქტივობა ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში“.

ევროკავშირის მხარდაჭერით, COVID-19 პანდემიის საპასუხოდ ხულოს ჰოსპიტალს სამედიცინო ინვენტარი გადაეცა
11. მაისი 2020 სიახლეები

ევროკავშირის მხარდაჭერით, COVID-19 პანდემიის საპასუხოდ ხულოს ჰოსპიტალს სამედიცინო ინვენტარი გადაეცა

ხულოს მუნიციპალიტეტში, COVID-19 თან დაკავშირებული საჭიროებების საპასუხოდ, ადგილობრივ ჰოსპიტალს გადაეცა 19000 ლარამდე ღირებულების სამედიცინო ინვენტარი და სახარჯი მასალები, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში.

ონლაინ ტრენინგები სამეგრელო-ზემო სვანეთის მას მედიის წარმომადგენლებისთვის
8. მაისი 2020 სიახლეები

ონლაინ ტრენინგები სამეგრელო-ზემო სვანეთის მას მედიის წარმომადგენლებისთვის

COVID- 19-ის პანდემიის პირობებში, სამედიცინო სექტორთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრა მედიასაც. დღეს, როდესაც ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის ნაკადი არ წყდება, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა სწორად შეარჩიონ მასალა, ერთმანეთისგან განასხვაონ მცდარი და მართებული ცნობები და რაც მთავარია ზუსტად და გასაგებად მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას.