რატომ არის მნიშვნელოვანი ფსიქიკური ჯანმრთელობის ინტეგრაცია პირველად ჯანდაცვაში
ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის დაბალი ცნობიერება და საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული სტიგმები საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ხელს უშლის დროულად მიმართოს დარგის სპეციალისტს. პარალელურად, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში კვლავ პრობლემად რჩება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების ნაკლებ პრიორიტეტულობა და შესაბამისი სერვისების განვითარებისა და საზოგადობისთვის მათზე ხელმისაწვდომობის არასათანადოდ უზრუნველყოფა.