ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასსა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს შორი
27. აგვისტო 2019 სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასსა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს შორი

2019 წლის 27 აგვისტოს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა საქართველოში (CCRG) გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები, ხულოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით, აძლიერებენ თანამშრომლობას და კოორდინაციას ერთმანეთს შორის.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალ გეგმებზე. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თამჯდომარემ, ქალბატონმა თინათინ ზოიძემ, ისაუბრა დეპარტამენტის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხულოს მუნიციპალიტეტში სამთო-სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და გეგმებზე. თავის მხრივ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა, ეკატერინე მესხრიკაძემ, და ENPARD ხულო პროექტის მენეჯერმა, გიორგი მურვანიძემ, ისაუბრეს ხულოში ტურიზმის მიმართულებით დაფინანსებულ და მიმდინარე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დარეგისტრირებულ საპროექტო წინადადებებზე.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს და განიხილეს მომავალ აქტივობებში თანამშრომლობის შესაძლებლობები.