თუშური ხელსაქმის სახელოსნო-მუზეუმი წარმატებით აგრძელებს მუშაობას
1. სექტემბერი 2020 სიახლეები

თუშური ხელსაქმის სახელოსნო-მუზეუმი წარმატებით აგრძელებს მუშაობას

თუშეთი ცნობილია არა მხოლოდ ულამაზესი ბუნებით, არამედ თუშური მატყლის ნაწარმით. ალვანელი ქალბატონები ტრადიციული თუშური მეთოდებით ამუშავებენ მატყლს, და თექისგან ულამაზეს ნივთებს ქმნიან.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ერთ-ერთი წარმატებული პროექტის, „ტრადიციული მეურნეობის მხარდაჭერა თუშეთში“ დასრულების შემდეგ, სოფელ ქვემო ალვანის თუშური ხელსაქმის სახელოსნო-მუზეუმი წარმატებით აგრძელებს მუშაობას.
 
სახელოსნოში დამზადებული პროდუქციის შეძენა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ონლაინ პორტალის მეშვეობით შეიძლება.
The USAID Economic Security Program მხარდაჭერით და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ხელშეწყობით გლობალურ პლატფორმა Etsy -ზე გაიხსნა ქართველი რეწვის ოსტატების 80 მდე ონლაინ მაღაზია.
 
ქართველ ოსტატებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია ეფექტურად და სწორად წარადგინონ საერთაშორისო ბაზარზე და ჰქონდეთ წვდომა 40 მილიონ მყიდველთან.თუშური ხელსაქმის სახელოსნო -მუზეუმი 2018 წელს დაფუძნდა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დღეს სახელოსნოში 12 ქალი მუშაობს.
 
Czech Development Agency - Logo (1)