მისი მონდომებით და ჩვენი ხელშეწყობით მზევინარმა შეძლო საკუთარი ბიზნესის წამოწყება

მისი მონდომებით და ჩვენი ხელშეწყობით მზევინარმა შეძლო საკუთარი ბიზნესის წამოწყება

მთიანი აჭარა ერთ – ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული და ღარიბი რეგიონია საქართველოში. იქ სამუშაოს პოვნა ნამდვილი გამოწვევაა. ჩეხეთის კარიტასი ეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას დაიწყოს საკუთარი ბიზნესი და შექმნას მდგრადი სამუშაო ადგილები რეგიონიდან სამუშაო მიგრაციის თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც დავეხმარეთ, არის მზევინარ ირემაძე, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ქარგვისა და ქსოვის ტრადიციულ ტექნიკაზე. ჩვენგან მიღებული მხარდაჭერის წყალობით, მას შეძლო საკუთარი პატარა სტუდიის გახსნა.

მზევინარმა აითვისა ზემო აჭარის ნაქარგობისა და ქსოვის ტრადიციული ტექნიკა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცა. ის პატარა ასაკიდან ქსოვდა და ქარგავდა. ტრადიციული ხელობა მისი შემოსავლის წყაროა და თავის პროდუქტებს სოციალური ქსელის მეშვეობით სთავაზობს მომხმარებლებს.


ოცნებები ხდება


სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფინანსური დახმარების წყალობით, მზევინარმა შეძლო პროფესიონალი საკერავი მანქანებისა და სხვა აღჭურვილობის შეძენა, რამაც მას საშუალება მისცა გაეხსნა საკუთარი პატარა სტუდია. საკუთარ პროდუქციას მზევინარი ქართული რეწვის ფეტივალებსა და კულტურულ ღონისძიებებზე წარმოადგენს.


ის ყოველთვის იღიმის




2018 წელს მზევინარმა მიიღო მოწვევა თბილისის გამოფენიდან.. მან წასვლა გადაწყვიტა იმისდა მიუხედავად, რომ ავტობუსი, რომლითაც ის მიემგზავრებოდა, არ იყო შესაფერისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ასევე თბილისში თანაშემწის გარეშე წასვლა დიდი გამოწვევა იყო. იგი ხშირად ხვდება მსგავს სიტუაციებში, მაგრამ მუდამ იღიმის: ”მადლობელი ვარ ჩემი ოჯახისთვის და მათი მხარდაჭერისთვის”, -ამბობს მზევინარი.

004385_05_091806

სიყვარულით გაჯერებული ტრადიცია




მზევინარს სურს გააფართოოს ბიზნესი ისე, რომ შეძლოს რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმება და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა.  იგი მეზობლებს ასწავლის ნაქარგობის ტრადიციულ და ქსოვის ტექნიკას. უსასყიდლოდ და სიყვარულით. იგი თვლის, რომ ამ უნარების გაზიარება და გადაცემა ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.