როდესაც 46 წლის დარეჯან ბერიშვილი ჩვეული ვიზიტით იმყოფებოდა ახლად გახსნილ კიბოს სკრინინგის ცენტრში, თავის მშობლიურ ზუგდიდში, კვლევების შედეგად მას ავთვისებიანი სიმსივნის მეორე სტადია დაუდგინდა.
დარეჯან ბერიშვილმა სკრინინგი ახლად გახსნილ სკრინინგ ცენტში გაიარა, რომელიც საქართველოში ჩეხეთის კარიტასმა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გახსნა. სკრინინგ ცენტრი, რომელიც ქალაქ ზუგდიდში, მიზნად ისახავს ადრეული გამოკვლევების გაუმჯობესებას სამეგრელი-ზემო სვანეთში მცხოვრები თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანისთვის.
ცნობიერების ამაღლება და პრევენცია
განვითარებული და განვითარებად ქვეყნებს შორის სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი შეუსაბამობა დიდწილად ადრეულ ეტაპზე წარმატებით გამოვლენილია, ”- ამბობს იოსებ აბესაძე, თბილისის კიბოს პრევენციის ცენტრის დირექტორი. ”და ამაში მთავარი სკრინინგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ამასთან, აბესაძის თქმით, საქართველოში სიმსივნის სკრინინგის მომსახურებით მხოლოდ 12-15 პროცენტი სარგებლობს, ხოლო სამიზნე მოსახლეობის 40-60 პროცენტს სჭირდება სკრინინგი, რომ სიკვდილიანობა ეფექტურად შემცირდეს.
კიბოს ადრეული გამოვლენა გვინარჩუნებს სიცოცხლეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სამედიცინო სპეციალისტები აღნიშნავენ რომ სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება შედეგიანია.
პროფილაქტიკური სკრინინგის საშუალებით შესაძლებელია კიბოს დადგენა ადრეულ ეტაპზე, ამით სიცოცხლის გადარჩენა, როგორც ეს მოხდა დარეჯან ბერიშვილის შემთხვევაში, რომელსაც დიაგნოზის შემდეგ წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია ქუთაისში.
ჩეხეთის კარიტასის მიერ გახსნილმა სკრინინგ ცენტრმა უკვე უზრუნველყო 1600 ადამიანის უფასო გამოკვლევა. კიბოს პროფილაქტიკისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიამ კი 1800 ადამიანი მოიცვა.