ზემო აჭარა ძალიან ლამაზია, მაგრამ იქ ცხოვრება ადვილი არ არის. ვისაც სურს წარმატების მიღწევა, უნდა გამოირჩეოდეს შემოქმედებითობით. გურამ ძირკვაძე ერთ-ერთი მათგანია. მან საკუთარი ხელით ააშენა ორგანული მეურნეობა. ჩეხეთის კარიტასის მხარდაჭერით მას ახლა შეუძლია საკუთარი პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გაიტანოს.
იდეა დაახლოებით 7 წლის წინ გაჩნდა მას შემდეგ რაც მან პირველი რამდენიმე ჟოლოს მცენარე დარგო. იმ დროს ის ერთადერთი ჟოლოს მინდორი იყო სოფელში.
„პირველ წელს ყველას გაუკვირდა რასაც მივაღწიე“- ამბობს გურამი. ჟოლოსაც და შემდეგ უკვე მაყვალსაც მე ვზრდიდი. ეს იყო რაღაც ახალი და დიდი მოთხოვნილება იყოს ჩემს ხილზე. მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საარსებო წყარო.
ადგილობრივი კლიმატი ნამდვილად შეეფერება ჟოლოს წარმოებას, რადგან ის იძლევა წელიწადში სამ მოსავალს, მათ შორის ზამთრის თვეებში.
https://www.youtube.com/watch?v=7nEgGmGU_JA
სამუშაო მთელი სოფლისთვის
გურამი მართალი იყო. სოფელ დიოკნისსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მის ჟოლოზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო. ამიტომ ფერმერმა გადაწყვეტა ბიზნესი სხვა ოჯახებს შორისაც გაეფართოვებინა. მან მოახერხა 15 000 მცენარის მოყვანა, რომლებიც შემდეგ დაარიგა მოსალოდნელი წარმოების შესაძენად. დიოკნისში ახლა არის 3-4 ჰექტარი ჟოლოს მინდვრები, წარმოების ჭარბი რაოდენობა უწყვეტად ვრცელდება მიმდებარე რაიონებში.
ამ გზით ბევრმა ადამიანმა იპოვა კარგად ანაზღაურებადი სამუშაო. დიოკნისში დაახლოებით 25 ტონა ჟოლოა მოყვანილი და გურამი თვლის, რომ ერთ დღეს მისი სოფელი გახდება ჟოლოს მზარდი ბიზნესის გული.
ევროპული მარკეტი
დროთა განმავლობაში გურამმა დაიწყო სხვა ხილის მოყვანა, განსაკუთრებით სხვადასხვა სახის ყურძენი, ასევე ხილის ხეები. მან ჯერ საკუთარი დანაზოგის გამოყენებით იყიდა ნერგი, მაგრამ მოგვიანებით დაფინანსების წყალობით მან შეეძლო ბაღის გაფართოება. გურამის ბაღში შეხვდებით ვაშლს, მსხალს და რამდენიმე ტირპიურ ქართულ ხილს.
ჩეხეთის კარიტასმა მის ფერმას სპეციალური გაგრილების სატვირთო მანქანა გადასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია თავისი ახალი ხილის ტრანსპორტირება უფრო შორს, თუნდაც ბათუმამდე. ის დარწმუნებულია, რომ ეს ასევე საშუალებას მისცემს საკუთარი პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გაიტანოს.