არაფერია იმაზე უკეთესი იყო შენს საყვარელ გარემოში და აკეთებდე შენთვის საყვარელ საქმეს.
როგორ შეცვალა კარიტასმა ჩემი ცხოვრება?
ქართული ტიხრული მინანქარი სრულიად განსხვავებული ფენომენია რომელიც ორგანულად ერწყმის და ასახავს ქართული ხელოვნების განვითარების ხაზს. საქართველოში მე-15 საუკუნისთვის შეწყდა მინანქრის წარმოება და ძალიან სასიხარულოა, რომ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ისევ აღსდგა ეს დარგი და დღემდე განიცდის წინსვლას.
დღეს ნანა იარალიშვილი გვინდა გაგაცნოთ, ტიხრული მინანქრის ოსტატი ქალაქ ონიდან. ნანამ ჩეხეთის კარიტასის ფინანსური მხარდაჭერით ტიხრული მინანქრის სახელოსნოსთვის საჭირო მოწყობილობები და აღჭურვილობა შეიძინა, სახელოსნო გამართა და ახლა უკვე მზადაა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება მასსავით მინანქარზე შეყვარებულ ახალგაზრდებს გაუზიაროს. გარდა ტიხრული მინანქრისა, ნანა თექზე და ჯვრულ ნაქარგობაზეც მუშაობს.
“2010 წლიდან ოცნებად მექცა მქონოდა ჩემი საკუთარი სივრცე სადაც ტიხრული მინანქრის სამკაულებს დავამზადებდი. ჩეხეთის კარიტასმა კი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ამიხდინა აუხდენელი ოცნება რომელიც მხოლოდ ჩემს გულში იყო. ჩეხეთის კარიტასის დახმარებით გავაკეთე ტიხრული მინანქრის სახელოსნო, სადაც ჩემს ცოდნას და გამოცდილებას სხვა ახალგაზრდებსაც გავუზიარებ. არაფერია იმაზე უკეთესი იყო შენს საყვარელ გარემოში და აკეთებდე შენთვის საყვარელ საქმეს. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც მცირედი წვლილი შეიტანა ჩემი ოცნების ახდენაში“- ამბობს ნანა.
წარმატებებს ვუსურვებთ ნანას!