გაიცანით მეღვინე ალეკო სარდანაშვილი, რომელიც 8 წლიანი ემიგრაციის შემდეგ, რაჭას, სოფელ ხვანჭკარას, მამა-პაპისეულ სახლს დაუბრუნდა.
ალეკოს განსაკუთრებული დამოკიდებულება ვაზისა და მეღვინეობისადმი სათავეს ბავშვობიდან იღებს, როდესაც ის ბაბუამ პირველად წაიყვანა ვენახში და მისი დარგული და მოვლილი ვენახები აჩვენა.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ალეკომ ფიქრი სწორედ ვენახის გაშენებაზე, საკუთარი ღვინის წარმოებაზე და მცირე სასტუმროს მოწყობაზე დაიწყო. დიდი შრომის შემდეგ, მისი ჩანაფიქრი განხორციელდა და 2014 წელს პირველი სტუმრებიც მიიღო.
ოჯახისა და მეგობრების გვერდში დგომით მისი საქმიანობა იმდენად წარმატებული გახდა, რომ ღვინის დეგუსტაციებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ სტუმრები. 3 წლის წინ ალეკომ საკუთარი ღვინის ბოთლებში ჩამოსხმაც დაიწყო.
2020 წელს დაწყებული პანდემია საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა ჩემი საქმიანობისთვის, ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა და ღვინის გაყიდვებმაც საგრძნობლად იკლო, რის გამოც წინა წლის მოსავალი ისევ ცისტერნებში იყო დაბინავებული. სწორედ ამ დროს მივიღე მონაწილეობა ჩეხეთის კარიტასის საგრანტო კონკურსში. ჩემი რაჭაში მოღვაწეობის მანძილზე ჩეხეთის კარიტასი აღმოჩნდა პირველი ორგანიზაცია, რომლის დახმარებითაც შემიძლია ხარისხიანი ღვინის წარმოება და წარმადობის გაზრდა. ჩეხეთის კარიტასის დახმარებით ჩემი მარნისთვის უჟანგავი ჭურჭლი შევიძინე, რაც პირველ რიგში დამეხმარა 2020 წლის რთველი შეფერხების გარეშე ჩამეტარებინა და არ დამჭირვებოდა ნედლეულის მიზერულ ფასად რეალიზაცია, საჭირო რაოდენობის ჭურჭლის არ ქონის გამო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩეხეთის კარიტასს და წარმატება ვუსურვო მომავალში, რადგან ასეთი პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.“- ალეკო სარდანაშვილი, მეღვინე.
წარმატებებს ვუსურვებთ ალეკოს.