7. სექტემბერი 2020
სიახლეები
რაჭაში პლოგინგი სოფელი ღებიდან იწყება. 5 სექტემბერს რაჭაში პირველად პლოგინგის სპორტული აქტივობები განხორციელდა!
გაინტერესებთ რა არის პლოგინგი? პლოგინგი სპორტის ეკოლოგიური სახეობაა, რომელიც სირბილთან ერთად დაბინძურებული გარემოს დასუფთავებას გულისხმობს. სპორტული აქტივობები ყველაზე მაღალმთიანი სოფლებიდან დაიწყო, სადაც მონაწილეობა მიიღეს სოფლების, გლოლას, ჭიორას, ღების სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა.
დღეს იგივე აქტივობების განხორციელებისთვის ემზადებიან უწერას, ღარის და ონის საშუალო სკოლები.
დღეს იგივე აქტივობების განხორციელებისთვის ემზადებიან უწერას, ღარის და ონის საშუალო სკოლები.
სპორტული აქტივობების დროს ნარჩენები შეგროვდა ტურისტულ და საზოგადოებრივ სივრცეებში. შეგროვებული და სეპარირებული ნარჩენები ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ტრანსპორტირებული იქნა ქუთაისის სეპარირებული ნარჩენების მიმღებ პუნქტებში.
საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, 2019 წლიდან, საქართველოს მუნიციპალიტეტებმა დაიწყეს ნარჩენების სეპარირება. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში სლოვაკურ ორგანიზაცია Sosna-სთან თანამშრომლობით ონის მუნიციპალიტეტს ეხმარება ნარჩენების სეპარირების თანამედროვე სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში.
თუ გსურს ჩაერთო ნარჩენების მდგრადი მართვის აქტოვობებში რაჭაში, მაშინ დაგვიკავშირდი: levan.zazadze@caritas.cz.
პლოგინგის სპორტული აქტივობა განხორციელდა საქართველოს პლოგინგის ასოციაციასთან თანამშრომლობით.
პროექტი „მწვანე საქმიანობების მხარდაჭერა ონის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით“ ფინანსურად მხარდაჭერილია სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მიერ.