ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში
27. ოქტომბერი 2020 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში

კოვიდ 19 ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიერ ქვეყნის ეკონომიკასა და ადამიანების კეთილდღეობაზე მიყენებული ზიანი ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადი და მზარდია. საქართველოს მთიან რეგიონებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ტურიზმზეა დამოკიდებული, მეწარმეობა ნაკლებად განვითარებულია, პანდემიის შედეგები უფრო მწვავეა.

კერძოდ, ონის მუნიციპალიტეტის მკვიდრმა 82 ოჯახმა, მარტოხელა, მარჩენალდაკარგულმა და მრავალშვილიანმა ოჯახებმა მიიღეს 20 ფრთა ქათამი ოჯახზე, 2 თვის სამყოფი კომბინირებული საკვებით და ვებ პრეპარატებით. ამბორლაურის მუნიციპალიტეტში იგივე სახის დახმარება 72 ბენეფიციარმა მიიღო. სულ პროექტის ამ კონკრეტული კომპონენტის ფარგლებში 3040 ფრთა ქათამი დაგირდა. პროექტი ბენეფიციარებს უწევს უფასო კონსულტაციას ფრინველის მოვლა-პატრონობის შესახებ.

7S1A9065

ფრინველისა და გრანტების განაწილება

ჰუმანიტარული დახმარების დარიგება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის  ორი კომპონენტისაგან შედგება, რომელსაც მხარს უჭერს სლოვაკეთის განვითარების სააგენტო (SlovakAid). პროექტის მიზანია შეამციროს კოვიდ -19 პანდემიის უარყოფითი გავლენა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის მოსახლეობაზე. 

„ეს ულამაზესი მხარე ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოს რეგიონებს შორის სიღარიბის დონის მაღალი მაჩვენებლით, შესაბამისად კორონავირუსით გამოწვეულმა ეკონომიკურმა ზიანმა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა. ცოცხალი ფრინველის დარიგებით ჩვენ ამ ოჯახებს მივეცით საშუალება გამოიყენონ ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული რთული სიტუაცია მათი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერებისათვის"- ამბობს ეკატერინე მესხრიკაძე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტების მენეჯერი. 

7S1A9085

პროექტის მეორე კომპონენტია მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება კრიზისისა და კრიზისის შემდგომ ოპერაციებში და სამუშაო ადგილების შენარჩუნების პროცესში საგრანტო დახმარების გზით.

განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს დამატებითი ფინანსური რესურსი სჭირდება მუშაობის გასაგრძელებლად, ამიტომ მათ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით. ჩვენ დაახლოებით 25 მცირე და საშუალო ბიზნესს დავეხმარებით გრანტებით."- განმარტავს ეკატერინე მესხრიკაძე

სოფლის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი "კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება" ხორიციელდება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ, სლოვაკურ ორგანიზაცია “SOSNA”-სთან თანამშრომლობით, სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის (Slovak Aid) ფინანსური მხარდაჭერით. 

slovakaid_gis_male_0 Sosna logo_square