26. სექტემბერი 2019
სიახლეები
2019 წლის 26 სექტემბერს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია.
ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ნარჩენების მართვის გეგმა და სამოქმედო გეგმა შემუშავებულია ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტის „ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიასა და დამხმარე ზონაში ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავება/დანერგვა“ ფარგლებში.