კომუნიკაციის სტანდარტები სამედიცინო დაწესებულებებისთვის
25. აგვისტო 2020 სიახლეები

კომუნიკაციის სტანდარტები სამედიცინო დაწესებულებებისთვის

კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცემა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით: „კომუნიკაციის სტანდარტები სამედიცინო დაწესებულებებისთვის“.

კომუნიკაციის სტანდარტების დანერგვის მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, პაციენტისა და ასევე, სამედიცინო პერსონალის უფლებების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში.
 
ავტორები: გივი ჯავაშვილი, გურამ კიკნაძე.
სახელმძღვანელო მომზადდა პროექტის ფარგლებში „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში“ და გამოიყენება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში, როგორ საკითხავი ლიტერატურა.
 
სტანდარტების დანერგვის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მთელი საქართველოს მასშტაბით აორგანიზებს შესაბამის სასწავლო კურსს სამედიცინო პერსონალისთვის ბიოეთიკისა და ჯანდაცვის სამართლის, კომუნიკაციის საკითხზე.
კურსი აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო აკრედიტაციის საბჭოს მიერ.
 
Czech Development Agency - Logo (1) logo_ka