10 ივლისს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა შეხვედრა გამართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. შეხვედრაზე მინისტრმა ქალბატონმა ეკატერინე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მთავრობას მჭიდრო თანამშრომლობისა და ჯანდაცვის სექტორში შეტანილი წვლილისათვის.
შეხვედრაზე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ორი პროექტი წარადგინა, რომელსაც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განახორციელებს.
პროექტის მენეჯერმა თამარ კურტანიძემ ისაუბრა ახალი პროექტის შესახებ: „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“, რომლის მიზანია ბენეფიციარების ინდივიდუალურ საჭიროებაზე დაფუძნებული, ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისის განვითარება საქართველოში. კერძოდ, პროექტი მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორი დიდი საცხოვრისის (მარტყოფი-დუშეთი) დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს და ამ დაწესებულებების ბენეფიციარებისთვის შესაბამისი საოჯახო სერვისების განვითარებას. პროექტი ინიცირებულია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ სამინისტროსთან ერთად.
“მე დარწმუნებული ვარ რომ ეს პროექტი, რომლის დაწყებაც ჩვენ ძალიან გვახარებს იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნისთვის. ჩვენ არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ ემოციურადაც ჩართულები ვართ ამ პროცესში. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის და ჯანდაცვის სხვადსხვა სექტორებში შეტანილი წვლილისათვის“- აღიშნა მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.
„ეს დღე ჩემთვის ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანია რადგან მე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დედამ, 9 წლის წინ წამოვიწყე და ინიცირება გავუკეთე საქართველოში საოჯახო ტიპის სახლების დაარსებას. დღეს მე მივიღე და ვხედავ შედეგს, რაზეც ვფიქობდი და ვოცნებობდი, რომ დროთა განმავლობაში საქართველოში გაჩნდებოდა საოჯახო ტიპის სერვისები, რომელიც არის სწორი და ღირსეული მხარდაჭერის ფორმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“, ამობს მაია შინიაშვილი, პროექტის კონსულტანტი.