კარიტასი ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნას და ეხმარება შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვებს
15. სექტემბერი 2020 სიახლეები

კარიტასი ხელს უწყობს ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნას და ეხმარება შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვებს

ჯანდაცვის სისტემაში სტანდარტების დანერგვა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა მათთვის, ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს,- სწორედ ეს წარმოადგენს ჩეხეთის რესპუბიკის კარიტასის ძირითად მისიას საქართველოში.

შეზღუდული ფიზიკური ან გონებრივი შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ან პალიატიური მზრუნველობის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული წარმატებული თანამშრომლობის პარალელურად, ჩეხმა ექსპერტებმა რეაგირება მოახდინეს  კოვიდ-19 ინფექციაზე და წარმატებით განახორციელეს ქართველ მედიკოსთა ტრენინგი აღნიშნული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„ყველაზე მნიშვნელოვანი იმ სიტუაციასა და გარემოებებზე რეაგირება იყო, რაც საქართველოში კოვიდ -19 ინფექციის გავრცელების დროს წარმოიშვა. კოლეგებთან ერთად, სხვადასხვა დაწესებულებებს ჩვენ მივაწოდეთ დამცავი აქსესუარები, ანტისეპტიკური საშუალებები. ჩვენი პროექტების ფარგლებში დავბეჭდეთ საინფორმაციო ბროშურები და მოსახლეობას ჩავუტარეთ სკრინინგი. აღნიშნულმა სიტუაციამ გვაჩვენა, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა, სათანადო რეაგირება მოვახდინოთ ჩვენს ირგვლივ შექმნილ გარემოებებზე და ვიყოთ შესაბამისად მოქნილები “ - ამბობს იან ბლინკა, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი.

ჯანდაცვის სისტემა საქართველოში მთლიანობაში დადებითად შეიძლება შეფასდეს. თუმცა მოხდა სისტემის პრივატიზება, რის შედეგადაც ის ხელმისაწვდომი გახდა მათთვის, ვისაც მისი გამოყენების საშულება აქვს. „მაშინაც კი, როდესაც თქვენ ჯანმრთელობის დაზღვევის გადასახადს იხდით, უმეტეს შემთხვევაში სამედიცინო ხარჯების სრულად დაფარვა ვერ ხდება“ - ამბობს ბლინკა და დასძენს, რომ სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა დიდ ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში უკეთესია, მაშინ როდესაც რეგიონები ამ მხრივ სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან.

წარმატება დაბალი ბიუჯეტის პირობებშიც

მისიის თანამშრომლები მუშაობის დროს პაციენტებს ხშირად არ ხვდებიან. „ჩვენ უფრო ეროვნულ, სისტემურ დონეზე ვმუშაობთ, ზოგადი სტანდარტების სისტემაში მოსაყვანად. ვქმნით სტრატეგიულ დოკუმენტებს და პროტოკოლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ” - განმარტავს ბლინკა.

მაგალითად, პალიატიური მზრუნველობის უზრუნველყოფის ნაწილს წარმოადგენს ჩეხეთის კარიტასის თანამშრომელთა მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დახმარება. ”ეს არ გულისხმობს მხოლოდ ექიმთა მომზადებას, არამედ  ითვალისწინებს როგორც აღჭურვილობით მომარაგებას, ასევე პალიატიური მზრუნველობის ახალი განყოფილების შექმნას ერთ რომელიმე საავადმყოფოში, სადაც ბავშვები მიიღებენ  24 საათიან მომსახურებას პალიატიური მზრუნველობის კუთხით და დანერგილი სტანდარტები იქნება ჩეხეთში არსებული სტანდარტების იდენტური,“-თქვა ბლინკამ.

ბლინკა მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის ზოგადი სტანდატების სისტემაში მოყვანის კუთხით გაწეული სამუშაო  საქართველოში მოღვაწე ჩეხი მოხალისეების ყველაზე დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. ”შეზღუდული რესურსების პირობებშიც კი ჩვენ შეგვიძლია,  მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიოთ, სახელდობრ სისტემის მოწყობის კუთხით" -  აცხადებს ბლინკა.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის თანამშრომელთა ამოცანაა, მიუსადაგონ ჩეხეთის გამოდილება ქართულ რეალობას. ”საქართველო წლებია განიცდის ტრანსფორმაციას, დიდი ინსტიტუტები (რაზედაც ყველაფერი გადაეწყო) ჩაანაცვლდა შედარებით პატარა, სპეციალიზებული ტიპის ობიექტებით”, - აღნიშნავს ბლინკა.

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქმიანობას საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა, ხოლო მუდმივი წარმომადგენლობა 2015 წელს გაიხსნა. ორგანიზაცია მუშაობს როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების განხრით, ასევე სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით. ორგანიზაცია ეხმარება მწვავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს; ორგანიზაციის მიზანია, უზრუნველყოფილი იქნეს მეტი სოციალური ინტეგრაცია და შეიქმნას ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. კარიტასი ასევე დიდ ყურადღებას აქცევს პასუხისმგებლობის იმ მაღალ დონეს, რაც მას დონორებისა და პარტნიორების წინაშე აკისრია და მისი საქმიანობა გამჭვირვალობისა და ეფექტურობის პრინციპებს ემყარება.

Czech Development Agency - Logo (1)