15. მაისი 2020
სიახლეები
დღეს ჩვენ ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ჩვილ ბავშვთა სახლი მოვინახულეთ და კომპიუტერული ტექნიკა და პერსონალური დამცავი ეკიპირება გადავეცით პერსონალს.
კომპიუტერული ტექნიკა ჩვილ ბავშვთა სახლის პერსონალს დაეხმარება, სრულად ჩაერთონ დისტანციურად ტრენინგში, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ხვალიდან დაიწყებს. ტრენინგების მიზანია არსებული მომსახურების გაუმჯობესების ხელშეწყობა, სანამ ხელმისაწვდომი გახდება შესაბამისი სერვისები, მათ შორის ხანგრძლივი მოვლის სერვისი, რომლის დაფუძნებასაც ითვალისწინებს ჩვენი პროექტი.
აქტივობა ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში“.