ჩეხეთის დახმარება საქართველოს COVID 19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში
30. სექტემბერი 2020 სიახლეები

ჩეხეთის დახმარება საქართველოს COVID 19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში

 29 სექტემბერს, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი, პეტრ მიკისკა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი, იან ბლინკა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს ეწვივნენ, სააგენტოს შშმ პირთა პანსიონატებისთვის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის გადაცემის მიზნით (დუშეთისა და მარტყოფის პანსიინატების ჩათვლით).

ღონისძიების მიზანი სააგენტოსთვის დახმარების გაწევაა, რათა პანსიონატის დაწესებულებებში Covid-19-ის ინფექციის პრევენცია იყოს უზრუნველყოფილი. აღნიშნული შემოწირულობის ჯამური ღირებულება 23 000 ლარს შეადგენს (სამედიცინო ნიღბები, ხალათები, ხელთათმანები, უკონტაქტო თერმომეტრები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ.).

ღონისძიება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში” ნაწილია.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი იან ბლინკამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს აღნიშნული პროექტის განხორციელების შესახებ.

Czech Development Agency - Logo (1)