ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი  საქართველოში  ზაფხულის სეზონს ოთხი ახალი პროექტით ხსნის
30. ივლისი 2020 სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში ზაფხულის სეზონს ოთხი ახალი პროექტით ხსნის

ზაფხულის პერიოდი შვებულების გატარებასთან ასოცირდება, თუმცა ჩეხეთის რესპუბლიკის  კარიტასი (CCR)  ზაფხულს საკმაოდ საქმიანად ხვდება. ივლისის პირველივე კვირაში CzechAid და SlovakAid დახმარებით ოთხი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო.

ის ფაქტი, რომ ჩვენ ვიწყებთ ოთხი პროექტის განხორციელებას საკმოდ ამაღელვებელი ფაქტია ჩემთვის, რადგან ეს მიუთითებს რომ ჩვენი დონორები და პარტნიორები აღნიშნავენ ჩვენს პროფესიონალიზმს და მაღალი ხარისხის შედეგების მიღწევის უნარს. მიუხედავად იმისა რომ ყველა პროექტი საკმაოდ პასუხისმგებლიანია, ჩემი აზრით, ჩვენ შევძლებთ მათ უპრობლემო განხორციელებას“. - განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ.  

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzechAid) მიერ დაფინანსებული პროექტები ჯანდაცვის და სოციალურ სექტორებში

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს  მიერ დაფინანსებული ორი პროექტი მიზნად ისახავს ინკლუზიურ სოციალურ განვითარებას საქართველოში ჯანდაცვის და სოციალური სექტორების გაუმჯობესების გზით.

პირველი პროექტი - „პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მხარდაჭერა“ 2017-2019 წლებში განხორციელებული პროექტის გაფართოებული მანდატით გაგრძელებას წარმოადგენს. წინა პროექტის ფარგლებში ხარისხიანი მართვისთვის ელექტრონული საინფორმაციო ტექნოლოგიები იქნა შემუშავებული და შესაბამისად თბილისში არსებულ ოთხ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში იქნა დანერგილი.

2020 წლიდან, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მხარდაჭერის მეორე ფაზას ახორციელებას, რომელიც სექტორში ფართომასშტაბიან ცვილებებს გამოიწვევს და საქართველოს მოსახლეობა ცვილებების შედეგად მიღებული სარგებელით  ისარგებლებს. კერძოდ, პროექტის პირველი ფაზის პერიოდში შექმნილი ხარისხიანი მართვის ინსტრუმენტები   სამეგრელო-ზემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების 41 სამედიცინო დაწესებულებაში დაინერგება და ამასთან, შემუშავდება ერთიანი, ყოვლისმომცველი, სტანდარტიზებული საინფორმაციო სისტემა, რომელიც პროფესიონალებს, ქვეყნის მასშტაბით, მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის სტანდარტებით მუშაობაში დაეხმარება.

ჩვენ, შევდივართ იმ ფაზაში, როდესაც იწყება  პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების ახალ ეტაპი, რომელსაც  აქვს მეტად გრძელვადიანი მიზნები  და ითვალისწინებს როგორც  ელექტრონული საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას პირველად ჯანდაცვაში, ისევე როგორც პირველადი ჯანდაცვის  მომწოდებლების უნარ-ჩვევების გაძლიერებას. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ჩვენს სამინისტროს ამ მიზნების განხორციელებაში ეხმარება“ - აღნიშნა  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ დაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ თამარ გაბუნიამ.  

მეორე პროექტი - „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“, რომლის მიზანია ბენეფიციარების ინდივიდუალურ საჭიროებაზე დაფუძნებული, ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისის განვითარება საქართველოში. კერძოდ, პროექტი მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორი დიდი საცხოვრისის, - მარტყოფსა და დუშეთში - დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს და ამ დაწესებულებების  ბენეფიციარებისთვის  შესაბამისი საოჯახო სერვისების განვითარებას. პროექტი ინიცირებულია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ.

მე დარწმუნებული ვარ რომ ეს პროექტი, რომლის დაწყებაც ჩვენ ძალიან გვახარებს, იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის. ჩვენ არამხოლოდ პროფესიულად, არამედ ემოციურადაც  ჩართულები ვართ ამ პროცესში. მადლობა მინდა გადავუხადო ჩეხეთის რესპუბლიკას და განვითარების სააგენტოს თანამშრომლობისთვის და ჯანდაცვის სხვადასხვა სექტორებში შეტანილი წვლილისთვის“-  აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ დაცვის მინისტრის  მოადგილემ თამარ ბარკალაიამ. 

სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს (SlovakAid)  მიერ დაფინანსებული პროექტები რაჭაში

სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ორი პროექტის დამაკავშირებელ რგოლს მათი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში განხორციელება, ისევე როგორც მათი სოფლის განვითარებაზე ორიენტირება წარმოადგენს.

ერთწლიანი პროექტი - „მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით“, მიზნას ისახავს ნარჩენების შემგროვებელი სატვირთო მანქანის და ურნების შესყიდვას, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების გამოყენების  პრაქტიკის დანერგვას და მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერებას ნარჩენების გადამუშავებასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

კოვიდ 19 პანდემიის და ადგილობრივ მოსახლეობის ეკონომიკურ  მდგომარეობაზე მისი უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით, სლოვაკეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტომ (SlovakAid) გადაწყვიტა მეორე პროექტის მხარდაჭერა - „კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება საქართველოს მთიან რეგიონში - რაჭაში“. ამ პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი  დახმარებას აღმოუჩენს მცირე და საშუალო ბიზნესს პოსტ-კრიზისული ოპერირების და სამუშაო ადგილების შენარჩუნების პროცესში საგრანტო მხარდაჭერის ინსტრუმენტით.  უფრო მეტიც, საზოგადოების მოწყვლადი ფენებს, ერთი პირის ან ქალების მიერ მართული შინამეურნეობებს სასოფლო-სამეურნეო საშუალებებით დაეხმარება.

Czech Development Agency - Logo (1) slovakaid_gis_male_0  Sosna logo_square