ჩეხეთის კარიტასმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას საინფომარციო მასალები გადასცა
24. მარტი 2020 სიახლეები

ჩეხეთის კარიტასმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას საინფომარციო მასალები გადასცა

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მხარს უჭერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარებაში და სრულიად იზიარებს ცენტრის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს.

რეკომენდაციების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით ჩეხეთის კარიტასმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალები მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.

მასალები დაიბეჭდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.