11. დეკემბერი 2020
სიახლეები
მომავალი წლიდან თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ახალი სერვისი მცირე საოჯახო ტიპის სახლში, რომელიც ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით აშენდა.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა კი სერვისის გასამართად სპეციალურად დაამზადებინა ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებული ავეჯი და უზრუნველყო სერვისის პერსონალის ტრენინგი, რომელიც შეძლებს უფრო კვალიფიციურად შეასრულოს თავისი მისია და იზრუნოს სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე.
„იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ამ ახალ სერვისში იგრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში, ვიდრე არსებულ დიდ ინსტიტუციაში და აქ მათთვის შეიქმნება უფრო მეტი შესაძლებლობა და სათანადო გარემო განვითარებისთვის. ჩეხეთის კარიტასისთვის დიდი პატივია ამ ინიციატივაში მონაწილეობა და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ შშმ ბავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.” იან ბლინკა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი.
კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, არავინ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ჩვენგან მხარდაჭერას და ზრუნვას მოელიან.
საქმიანობა განხორციელდა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. 2021 წლიდან პროექტის ფარგლებში შექმნილი პედიატრიული ხანგრძლივი მოვლის სერვისი ხელმისაწვდომი იქნება ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარების ნაწილისთვის, რომლებიც საჭიროებენ მთელი ცხოვრების მანძილზე სპეციალიზებულ ზრუნვას.

