COVID-19 პანდემიის დასაწყისიდან, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემას რეაგირება მოახდინოს მოულოდნელად წარმოქმნილ გამოწვევებზე. ვიშეგრადის ფონდთან ახალი პარტნიორობით, ჩეხეთის კარიტასი ხელს უწყობს დასავლეთ საქართველოში ე.წ. "COVID სასტუმროების" და სოფლის ამბულატორიების ტექნიკური და პროფესიული შესაძლებლობების განმტკიცებას.
ვიშეგრადის ქვეყნების, ჩეხეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის და პოლონეთის მიერ დაფინანსებული პროექტის წყალობით და სამხრეთ კორეის წვლილით, COVID- სასტუმროების შესაძლებლობები გაფართოვდება. უფრო მეტიც, პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის ექიმების ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას სამეგრელო-ზემო სვანეთის და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში საინფორმაციო ტექნოლოგიების, პირადი დამცავი აღჭურვილობის და სხვა სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდების გზით.
მსუბუქი შემთხვევები კოვიდ სასტუმროებში
კოვიდ-19 ის სამართავად, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა უნიკალური მიდგომა კოვიდ სასტუმროების შექმნით. ამ მიდგომით შესაძლებელი იყო COVID-19 შემთხვევების მენეჯმენტის დაყოფა მათი სიმძიმის მიხედვით: მიუხედავად იმისა, რომ სრულად აღჭურვილი და პროფესიონალურად დაკომპლექტებული სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები (საავადმყოფოების მსგავსად) უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველაზე მძიმე შემთხვევებისთვის, უფრო მსუბუქი შემთხვევები უნდა იმართებოდეს კოვიდ სასტუმროებში ან : სახელწოდებით "COVID სასტუმროები" ან სახლის პირობებში პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტების მეთვალყურეობით.
ზედმეტი ჰოსპიტალიზაციის თავიდან ასაცილებლად და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, "კოვიდ სასტუმროებმა" კიდევ უფრო უნდა გააძლიერონ როგორც პროფესიული, ასევე ტექნიკური შესაძლებლობები. კერძოდ, მათ სჭირდებათ ადეკვატური აპარატურა, როგორიცაა ჟანგბადის კონცენტრატორები, რათა დაუყოვნებლივი დახმარება უზრუნველყონ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის მდგომარეობა გამწვავდება პაციენტის ჰოსპიტალიზაციის საჭიროების გარეშე. უფრო მეტიც, "COVID სასტუმროების" პერსონალი მოითხოვს უფრო მეტ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აკონტროლონ პაციენტების მდგომარეობა და როგორ მიაწოდონ მომსახურებები სპეციფიკური საჭიროების მქონე პაციენტებს, როგორიცაა სხვადასხვა სახის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ სასტუმროებში" მომუშავე 200 ექიმი და 100 ექთანი ყოველდღიურად აწვდის სამედიცინო მომსახურებას 400-დან 3000 პაციენტამდე, რაც დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.
ჩეხეთის კარიტასი გადაამზადებს პერსონალს და გადასცემს სამედიცინო აღჭურვილობას
ვიშეგრადის ფონდის მიერ და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის წყალობით, ჩეხეთის კარიტასი გადაამზადებს "კოვიდ სასტუმროების" სამედიცინო პერსონალს და ასევე გადასცემს მინიმუმ 55 ჟანგბადის კონცენტრატორს, 20 კომპიუტერს და პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას.
”პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერებთან ერთად, კოვიდ სასტუმროებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს COVID-19 პაციენტების ზედმეტი ჰოსპიტალიზაციის აღკვეთაში. ამიტომ არსებითი მნიშვნელობა აქვს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას როგორც პირველადი ჯანდაცვის, ასევე კოვიდ სასტუმროებში ”, - ამბობს თამარ კურტანიძე, ჩეხეთის კარიტასის პროექტების მენეჯერი.
ჩეხეთის კარიტასი განაგძობს საქართველოს მხარდაჭერას კოვიდ-19 ის წინააღმდეგ ბრძოლაში
COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ჩეხეთის კარიტასის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა გახდა. ჩეხეთის კარიტასის გუნდმა დაუყოვნებლივი საჭიროებების იდენტიფიცირება დაიწყო და შემდეგ საპასუხო პროექტები შეიმუშავა. გაეროს ბავშვთა ფონდმა და ჩეხეთის კარიტასმა (UNICEF) გააფორმეს მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფას კოვიდ-19 ის პანდემიის დროს.
შეუერთდა პარტნიორობას ჩეხეთის კარიტასს და დაემატა ჩარევები დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში არსებულ დახმარებას პირველადი ჯანდაცვის განვითარებაში, რომელიც გათვალისწინებულია CCR– ის მიერ, CzechAid– ის დაფინანსების წყალობით.
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, გაუმჯობესდა და დაავადებათა კონტოროლის ეროვნულ ცენტრს გადაეცა ერთიანი ელექტრონული საინფომაციო სისტემა კოვიდ ტესტირების შესახებ ინფომაციის გასაზიარებლად. ამჟამად მუშავდება E-Queue მენეჯმენტის სისტემა და ის გამოყენებული იქნება კოვიდ-19 ვაქცინაციის პროცესის ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის.