ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ჩეხეთის კარიტასი უკვე ოთხი წელია მუშაობს საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაუმოჯობესებაზე. გაეროს ბავშვთა ფონდმა გადაწყვიტა შეუერთდეს პარტნიორობას და გააფართოოს პროექტი დედისა და ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვით.
თანამედროვე ტექნოლოგიები და ონლაინ ტრენინგი
ჩეხეთის კარიტასის მთავარი მიზანია პირველადი ჯანდაცვის განმტკიცება ხარისხის მართვის ინსტრუმენტების დანერგვით და ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის სრულყოფილი IT გადაწყვეტილებების შემუშავებით. მთავარ მიზნებს შორის არის საკვალიფიკაციო სტანდარტების განახლება და პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის სასწავლო პროგრამების შექმნა მთელი წლის განმავლობაში.
გაეროს ბავშვთა ფონდმა გადაწყვიტა ზემოხსენებული ინტერვენციების გაფართოება ორი კომპონენტით, რაც მიზნად ისახავს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებას. პირველი ფოკუსირებული იქნება დაავადების პრევენციაზე და ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე - ის ითვალისწინებს ბავშვთა განვითარების ასპექტების ინტეგრირებას პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ელექტრონული მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემის შემუშავებით, სოფლის ექიმების ამ სისტემასთან კავშირის უზრუნველყოფით და მოწოდებული დედათა და ბავშვთა მომსახურების ხარისხის მეთვალყურეობით სოფლის პირობებში.
მეორე ერთობლივი კომპონენტი უზრუნველყოფს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების უწყვეტობას Covid-19 პანდემიის დროს, დისტანციური პირველადი ჯანდაცვის დახმარებით. კერძოდ, ჩეხეთის კარიტასი გააუმჯობესებს პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერების შესაძლებლობებს მშობიარობის შემდგომი მომსახურების მიწოდების პროცესში ონლაინ ტრენინგებისა და მეთვალყურეობის საშუალებით.
პროექტი მოიცავს საქართველოს ყველა სოფლის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს.
”პირველადი ჯანდაცვა წარმოადგენს ნებისმიერი ჯანდაცვის სისტემის საფუძველს და ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობას დედათა და ბავშვთა კომპონენტის განმტკიცებაში. მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ჩეხეთის კარიტასთან, რადგან შეუძლებელია ქალთა და ბავშვთა ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფა საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების გარეშე, ”- ამბობს ჰასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.
სისტემური და ხარისხიანი ცვლილებები
საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად, ჩეხეთის კარიტასი ჯანდაცვის სამინისტროსთან (MoIDPLHSA) 2017 წლიდან თანამშრომლობს. ამ წელს დაიწყო პროექტის პირველი ეტაპი, რის შედეგადაც თბილისის ხუთ საპილოტე სამედიცინო დაწესებულებაში დაინერგა პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის შეფასების და გაუმჯობესების სისტემა.
2020 წელს კარიტასის ჩეხეთმა დაიწყო პროექტის მეორე ეტაპი, რაც კიდევ უფრო მასშტაბურ ცვლილებებს გამოიწვევს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სექტორში. გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს კარიტასის მუშაობას პირველადი ჯანდაცვის სექტორში, რადგან დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისები პირველადი ჯანდაცვის განუყოფელი ნაწილია. შედეგად, ოჯახის ექიმები, რომლებიც ემსახურებიან სოფლის თემებს, გააუმჯობესებენ მათ ცოდნასა და უნარებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ზრუნვაში.
„ამ პროექტით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი აგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს პირვველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში. ჩვენ ვეხმარებით სამინისტროს სისტემური, გრძელვადიანი და ხარისხზე ორიენტირებული ცვლილებების შეტანაში, რითიც ისრაგებლებს მთელი ქვეყანა“, ამბობს იან ბლინკა, საქართველოში ჩეხეთის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი.