COVID-19 პანდემიამ ოჯახის ექიმები დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, რომელთა შორის ყველაზე რთული პაციენტთა დიდი ნაკადის დისტანციურ რეჟიმში მართვა და კონსულტირება აღმოჩნდა. დაგროვილი გამოცდილების და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე ექსპერტთა ჯგუფმა დაუყოვნებლივ შეიმუშავა COVID-19 ინფექციის ბინაზე მართვის პროტოკოლები, მათ შორის უკვე დაავადება გადატანილი პაციენტებისათვის.
საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ჯანდაცვის პროექტების ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ეროვნული პროტოკოლების გაცნობა სოფლად დასაქმებული ოჯახის ექიმებისთვის. სულ 900 სოფლის ექიმმა მიიღო სასწავლო კურსში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
„ეპიდსიტუაცია მართო დისტანციურად, უდიდესი გამოწვევაა ექიმისთვის. მიუხედავად ბევრი სირთულისა, ამ ტვირთის შემსუბუქება იყო ჩეხეთის კარიტასის მიერ ჩატარებული ტრენინგები. რთული შემთხვევების მართვაში პროფესიონალი ტრენერების დისტანციური კონსულტაციები კი თანადგომის გაგრძელება გახლავთ. მადლობა საქართველოში ჩეხეთის კარიტასის პროფესიონალთა გუნდს ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული ყველა პროექტისთვის.“ - ამბობს ონლაინ შეხვედრების ერთ-ერთი მონაწილე, სამეგრელოს რეგიონის სოფლის ამბულატორიის ექიმი ქ-ნი თეა სახოკია.