ჩეხეთის ელჩის თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მის მოლოდინებს აჭარბებს
27. მაისი 2022 სიახლეები

ჩეხეთის ელჩის თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი მის მოლოდინებს აჭარბებს

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში  "გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში", ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ორი საოჯახო ტიპის სახლი გადასცა. სახლების შეძენა, რეაბილიტაცია და მათი სახელმწიფოსთვის გადაცემა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ფართომასშტაბიანი დახმარების ნაწილია, რომელიც ემსახურება საქართველოს მხარდაჭერას დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში.

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა და საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი იანა ზელინგეროვა დაესწრნენ ღონისძიებას, რომლის შემდეგაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს მათთან გასაუბრების და მათი შთაბეჭდილებების გაზიარების შესაძლებლობა მიეცა.

_70A4013

ბატონო ელჩო, დეინსტიტუციონალიზაციის პროექტის ფარგლებში დღეს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა დიდ პანსიონატებში მცხოვრებ ბენეფიციარებს საოჯახო ტიპის სახლები გადასცა და თქვენ ამ ღონისძიების მონაწილე იყავით. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები? როგორ გგონიათ, რა შეიცვლება ამ ადამიანების ცხოვრებაში ამიერიდან?

დღევანდელი დღე ძალიან სასიხარულოა ჩემთვის, რადგან არა მხოლოდ ახლა ვხედავ პროექტის შედეგებს, არამედ ჩვენ შემოდგომაზეც ვესტუმრეთ პანსიონატს და ასევე მოვინახულეთ, როგორ მიდიოდა აქ სამშენებლო სამუშაოები. ახლა კი სახლები მზადაა იმისთვის, რომ ბენეფიციარებს გადაეცეთ!

ინსტიტუციონალიზაცია ნიშნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოვლას დიდი სახლებში, რომელიც წარსულში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო. მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს არ იყო საუკეთესო გზა ადამიანის განვითარებისა და მისთვის საუკეთესო საცხოვრებელი პირობების შეთავაზების თვალსაზრისით. ამგვარად, მსოფლიოში მიიჩნეს, რომ სხვა გზით უნდა წავსულიყავით. აღნიშნული პასუხობს OECD-ს ძალისხმევასა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს, ასევე არის მთავრობების ვალდებულებების ნაწილი და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ამ ვალდებულებებს შესაბამისად ვასრულებთ.

დღეს ჩვენ მოწმენი გავხდით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის ორი სახლის გადაცემისა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც იმ ფაქტმა, თუ როგორ სწრაფად წარიმართა სამშენებლო პროცესი, ისე შესრულებული სამუშაოს ხარისხმა. ამგვარად, მინდა მივულოცო ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის გუნდს ამ შესანიშნავი სამუშაოს შესრულებისთვის. და დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე შესაძლებლობა მომეცემა ვიხილო, თუ როგორ საზოგადოებაში ინტეგრირებულად ცხოვრობენ ბენეფიციარები.

ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად წლებია მუშაობს. რატომ არის თქვენი ქვეყნისთვის ეს მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში მხარდასაჭერად?

პირველ რიგში, ეს ვალდებულებების ნაწილია, როგორც უკვე აღვნიშნე, ხოლო მეორე ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობისთვის ჯანდაცვა და სოციალური დაცვა პრიორიტეტული მიმართულებებია საქართველოში. ჩვენი სამიზნე ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფებია, რადგან ვიცით, რომ სახელმწიფოსთვის მათზე ზრუნვა საკმაოდ რთულია. ამგვარად, სწორედ ესაა ის მიზეზი, რატომაც ვფოკუსირდებით ამ თემებზე, ხოლო ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი დიდებული პარტნიორია!

ჩვენი ორგანიზაცია მადლიერია შესაძლებლობისთვის, განვახორციელოთ პროექტები ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ოფიციალური დახმარების ფარგლებში სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვა, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომელთაც დახმარება სჭირდებათ და მხარს ვუჭერთ საქართველოს სისტემურ დონეზე. ჩემი შეკითვა ამგვარია – რამდენად ამართლებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის მოლოდინებს?

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი არა თუ ამართელბს მოლოდინებს, არამედ აჭარბებს მათ. ჩვენ ვიცით, რომ საქმე ეხება დიდ შრომასა და ძალისხმევას. თუ დავიწყებთ პირველადი ჯანდაცვიდან, ჰუმანიტარული დახმარებიდან და ონკოლოგიური დაავადებების პრევენციიდან და გავყვებით სოციალურ დაცვასა და სოფლის მეურნეობას, ვნახავთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ყველგანაა. ბედნიერები ვართ, რომ შეგვიძლია თანამშრომლობა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში ჩვენი ორი მთავარი პარტნიორიდან ერთ-ერთია. ჩვენ ძალიან გვეამაყება თქვენი ორგანიზაციის მუშაობის შედეგები და იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რადგან მენეჯმენტისა და შესრულების ხარისხში დარწმუნებულები ვართ. არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს ფანტასტიკური ადამიანური რესურსი ჰყავს, ამგვარად, ყველა, ვინც მუშაობს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისთვის, მასთან ერთად ან მისი სახელით, ჩვენთვის საუკეთესო პარტნიორია. ჩვენ მადლობას ვუხდით, როგორც ორგაზაციას, ისე მის გუნდს ამ თანამშრომლობისთვის!

_70A4392

ქალბატონო ზელინგეროვა, საქართველო და ჩეხეთის რესპუბლიკა უკვე ათწლეულებია მეგობრობენ და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა განვითარებაზე მიმართული აქტივობების ფარგლებში ჩვენს ქვეყანაში. როგორ შეაფასებდით ამჟამინდელ პარტნიორობას და როგორ ხედავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივას? როგორია თქვენი მოლოდინები სამომავლოდ?

მოხარული ვარ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ოფიციალური დახმარება წლების განმავლობაში იზრდებოდა. საქართველოში 2008 წლიდან დავიწყეთ მუშაობა და ამ დროის განმავლობაში ჩვენი ინტერვენცია ჰუმანიტარული დახმარებიდან შეიცვალა საქართველოს მხარდაჭერისკენ მის დემოკრატიულ გზაზე ევროკავშირის ინსტიტუციებისკენ. ამგვარად, ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის სოციალური ჩართულობა და ეს პროექტის არის ამ მხარდაჭერის ნათელი მაგალითი. ჩეხეთის რესპუბლიკას ამ წლების განმავლობაში უზრუნველყოფს დახმარების ფართო პაკეტს, რომელიც მოიცავს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დიდ ორმხრივი პროექტებს და მცირე გრანტებს ადგილობრივი ბენეფიციარებისათვის. ამასთან, სამკაოდ დიდი რაოდენობით სამთავრობო სტიპენდიებს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

ჩვენ საკმაოდ აქტიურები ვიყავით ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის მიმართულებით, ასევე, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდაჭერაში, რაც საკმაოდ წარმატებული ნაბიჯები აღმოჩნდა. ჩვენი მხარდაჭერის წლიური ჯამური ბიუჯეტი 3.5 მილიონ ევროს შეადგენს. მომდევნო წელს ჩვენ ვხურავთ შვიდწლიან ორხმრივ პროგრამას და ვამზადებთ მომდევნო შვიწლიან პროგრამას, რომელიც მორგებული იქნება საქართველოს საჭირობებზე. ამასთან მოხარულები ვიქნებით საქართველოს ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების სულ ბოლოდროინდელი გამოცდილება გავუზიაროთ!

მასალა მომზადებულია ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ოფიციალური დახმარების მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.