პროექტის ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისების განვითარება საქართველოში შედეგების პრეზენტაცია
25. სექტემბერი 2019 სიახლეები

პროექტის ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისების განვითარება საქართველოში შედეგების პრეზენტაცია

ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისების განვითარება საქართველოში“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ინიცირებული იყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ამ პროექტს 2017 წლის ნოემბრიდან ახორციელებს. 2019 წლის 25 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტროში ჩეხეთის კარიტასის პროექტის მენეჯერმა და კონსულტანტებმა წარადგინეს პროექტის შედეგები, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა ხანგრძლივი მოვლის სერვისების დანერგვისთვის საჭირო მარეგულირებელი ჩარჩოს მომზადებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბ-ნ პეტრ მიკისკა, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და მოადგილე თამარ ბარკალაია. თამარ ბარკალაიამ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს პროექტის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მათი მხარდაჭერის გარეშე ეს მნიშვნელოვანი პროექტი ვერ განხორციელდებოდა.