2. აპრილი 2020
სიახლეები
Autism-Europe დაიწყო დაიწყო ცნობადობის ამაღლების კამპანია 2020-2021-"მე შემიძლია სწავლა, მე შემიძლია მუშაობა", რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობას. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი უერთდება ამ კამპანიას.
- განათლება და დასაქმება- ყველა ადამიანს აქვს დასაქმების პოტენციალი, ეს კი იმაზეა დამოკიდებული რამდენად თანხვედრაშია ინდივიდუალური სიძლიერე დასაქმების სწორ ფორმასთან.
- ჩვენ გვჭირდება ადაპტირებული მხარდაჭერა და შესაბამისი საცხოვრებელი, რათა მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი განათლებისგან და ხელმისაწვდომი იყოს დასაქმების საშუალებები.
- ჩვენ უნდა გვქონდეს წვდომა პროფესიულ სწავლებასთან და სიცოცხლის მანძილზე სწავლის საშუალებებთან.
- აუტიზმის სწორი აღქმა გადამწყვეტია სტერეოტიპების და სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჩვენ ერთად უნდა დავამარცხოთ საზოგადოებაში არსებული სტიგმა, შევცვალოთ დამოკიდებულებები და ნორმები, რომლებიც ხშირად იქცევიან დაუძლეველ ბარიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის და ხელს უშლიან მათ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენასა და განვითარებაში.