ჩეხეთის განვითარების სააგენტო თუშეთის მოსახლეობას 2010 წლიდან ეხმარება
23. სექტემბერი 2020 სიახლეები

ჩეხეთის განვითარების სააგენტო თუშეთის მოსახლეობას 2010 წლიდან ეხმარება

თუშეთში კარტოფილის წარმოების ხელშეწყობა ჩეხეთის კარიტასის ერთ-ერთი წარმატებული აქტივობაა, რომელიც 2015 – 2018 წლებში განხორციელდა პროექტის „ტრადიციული მურნეობის მხარდაჭერა თუშეთში“ ფარგლებში, რომელსაც მხარს ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA) უჭერდა.

 სოფელ შენაქოში ადგილობრივი მოსახლეობა დღემდე წარმატებულად იყენებს იმ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც მიიღეს პროექტის განხორციელების შედეგად ადგილობრივად მოწყობილ კარტოფილის სადემონსტრაციო ნაკვეთებზე.

მათ შეძლეს გაეზარდათ არა მხოლოდ მოსავლიანობა, არამედ მოთხოვნაც. ამჟამად თუშეთში წარმოებული სასურსათო კარტოფილის ფასი 2 – 2,50 ლარს აღწევს.

წარმატებებს ვუსურვებთ აგროშენაქოს!