ვაქცინაციის კლებაზე რეაგირება რუსთავში, მარნეულსა და გორში
6. ივნისი 2025 რას ვაკეთებთ

ვაქცინაციის კლებაზე რეაგირება რუსთავში, მარნეულსა და გორში

პროექტის მიზანი: პირველადი ჯანდაცვის რგოლის და სამშობიარო სახლების გაძლიერება გორში, რუსთავსა და მარნეულში ვაქცინაციის მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად.

  • პროექტის აღწერა: ვაქცინაციასთან დაკავშირებული სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOP) შემუშავება და სამიზნე მუნიციპალიტეტებში სამედიცინო პერსონალის მომზადება; პჯდ დაწესებულებების პერსონალისა და სამშობიარო სახლების თანამშრომლების ტრენინგი და მხარდამჭერი სუპერვიზია ვაქცინაციის უსაფრთხოებასთან და გვერდით ეფექტებთან დაკავშირებით სამიზნე მუნიციპალიტეტებში; სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის უნარების და ცოდნის გაუმჯობესება იმუნიზაციასთან დაკავშირებულ კომუნიკაციის საკითხებში; იმუნიზაციის მოდულის განახლება და ტესტირება სამიზნე სამედიცინო დაწესებულებებში მათ შორის ელექტრონული მოწვევის სისტემის გაუმჯობესება და ანალიტიკური მოდულის სრულფასოვანი ამუშავება; საზოგადოების ინფორმირების კამპანიის სტრატეგიისა და შეტყობინებების შემუშავება ვაქცინაციასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ. 
  • პროექტის დონორი: კორეის რესპუბლიკა/იუნისეფი
  • პროექტის ხანგრძლოვობა: აპრილი, 2025 - დეკემბერი, 2025

  • პროექტის ბიუჯეტი: 98 390 ევრო