Პროექტის მიზანი: საქართველოს მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესების გზით პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობების სამართავად; პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალურ სექტორებს შორის უკეთესი კოორდინაციის უზრუნველყოფა; ფსიქიკური ჯანმრთელობის 2022 – 2030 წწ ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაციის ხელშეწყობა.
Პროექტის პარტნიორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო; გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი;
Მოსალოდნელი შედეგები: ფსიქიკური ჯანმრთელობის ათი შერჩეული მდგომარეობისათვის შემუშავდება და დამტკიცდება უახლესი საუკეთესო პრაქტიკაზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური მართვის სტანდარტი - კლინიკური პროტოკოლი, გზამკვლევი და შეიქმნება შესაბამისი უწყვეტი პროფესიული განვითარების ათი კურსი გენდერული მიდგომის გათვალისწინებით; Მოხდება პირველადი ჯანდაცვის რგოლის 1500 ექიმის გადამზადება ფსიქიკური ჯანმრთელობის შერჩეული მდგომარეობების მართვაში; Ჩატარდება რეგულარული შეხვედრები ფსიქიკური ჯანმრთელობის 2022 – 2030 წწ ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაციის სტატუსის გასაცნობად დაინტერესებული პირებისათვის და მხარეებისათვის; Შემუშავდება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკომუნიკაციო სტრატეგია; Შეიქმნება ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ჩამონათვალი და ტერიტორიული ხელმისაწვდომობის რუქა;Ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების მიმწოდებელ 50 სპეციალისტს ჩაუტარდება სწავლება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაში; Მასწავლებლებს, ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა ზრუნვასა და მკურნალობაში.
Პროექტის დონორი: საფრანგეთის განვითარების სააგენტო / ექსპერტიზ ფრანსი
პროექტის ხანგრძლივობა: 2024-2027
Პროექტის ბიუჯეტი: 836 500 ევრო