პროექტის მიზანი: მომხმარებელთა ცნობიერების ზრდის ხელშეწყობა, სურსათის ეროვნული სააგენტოს საკომუნიკაციო შესაძლებლობების გაუმჯობესებით და მომხმარებელთა დაცვის ჯგუფების მხარდაჭერის მეშვეობით.
პროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში, გაძლიერდება რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობები სურსათის უვნებლობის მიზნობრივი ინიციატივების განხორციელებით. კონკრეტულად, მიკრო გრანტების კონკურსი გამოცხადდება რეგიონული ორგანიზაციებისთვის და დაფინანსდება 7 პროექტი. გრანტები ხელს შეუწყობს ინფორმაციის გავრცელებას და შესაძლებლობების განვითარებას, სურსათის უვნებლობის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ჩეხეთის კარიტასი უზრუნველყოფს, გაძლიერებულ მხარდაჭერას და მონტორინგს მიკრო გრანტების მიმღები ორგანიზაციებისთვის. ჩატარდება სხვადასხვა ტრენინგი, ორგანიზაციების საჭიროებების შესაბამისად. გრანტის მიმღებები წახალისებული იქნებიან, რომ გაწევრიანდნენ Czech Aid-ის მიერ ინიცირებულ სურსათის უვნებლობის დაცვის პლატფორმაზე.
გარდა ამისა, გაძლიერდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საგანმანათლებლო შესაძლებლობები, რომელიც მოიცავს შიდა საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებას, პარტნიორებთან ურთიერთობის მემორანდუმების ხელმოწერას, სურსათის უვნებლობის ინსპექტირებისა და შესაბამისობის შესახებ ტრენინგების ორგანიზებას ჩეხეთისა და საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობით და ყოვლისმომცველი ტრენინგების ჩატარებას ევროკავშირის პრაქტიკის გაზიარების შესახებ სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. დაფინანსებული პროექტების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით ასევე ჩატარდება ტრენინგი გრანტის მენეჯმენტის მიმართულებით.
სურსათის უვნებლობის განათლების მიმართულებით, ჩეხეთის კარიტასი მონაწილეობას მიიღებს საკვების უვნებლობის ირგლივ ბუკლეტის შემუშავებაში, რომელიც მომზადებული ტრენერების მეშვეობით შერჩეულ სკოლებში გაზიარდება. პროექტი განხორციელდება 2024 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, რომელშიც ჩაერთვება მრავალი დაინტერესებული მხარე და ექსპერტი, რათა უზრუნველყოს ეფექტიანი და მდგრადი შედეგები სურსათის უვნებლობის ინფორმირებულობის სფეროში.
პროექტის შედეგები: რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობები სურსათის უვნებლობის მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზარდა კარგად განსაზღვრული ინიციატივების მეშვეობით, რაც მათ სამომავლოდ საშუალებას აძლევთ განახორციელონ სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ გავლენიანი პროექტები. დაფინანსებული პროექტებისთვის უზრუნველყოფილი იყო ყოვლისმომცველი მხარდაჭერით - საგრანტო ბიუჯეტების მართვის მიმართულებით.
რაც მთავარია, გაძლიერდა საგანმანათლებლო შესაძლებლობები და პარტნიორთა ქსელი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. შემუშავდა შიდა კომუნიკაციის სტრატეგია და გაფორმდა მემორანდუმები მთავარ პარტნიორებთან. ჩეხეთისა და საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობით ჩატარდა ტრენინგები სურსათის უვნებლობის ინსპექტირებისა და შესაბამისობის შესახებ. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაიარეს ტრენინგი ევროკავშირის პრაქტიკის შესახებ სურსათის უვნებლობის, მომხმარებელთა უფლებების და გრანტების მენეჯმენტისა.
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ და ჩეხეთის კარიტასის მიერ შემუშავდა საკვების უვნებლობის ბუკლეტი 7-12 კლასების მოსწავლეებისთვის და ჩატარდა სამუშაო შეხვედრები შერჩეულ სკოლებში, კარგად მომზადებული ადგილობრივი ტრენერების მიერ.
პროექტის ხანგრძლივობა: მაისი 2024 - დეკემბერი 2024
დონორი: ჩეხეთის განვითარების სააგენტო
პროექტის პარტნიორი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
ბიუჯეტი: 243 200 ევრო